ENG GEO
რეგისტრაცია
  • კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

    ევროკავშირის პროექტი Parallel Traces აცხადებს საგრანტო კონკურსს პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ასახვის მიზნით. პროექტში გამარჯვებული მიიღებს გრანტს და მისი ნამუშევრები გამოიფინება ევროპის ხუთ ქვეყანაში, თავად კი ერთ-ერთ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: paralleltraces@israelihouse.net
  • კონკურსი წვდომა ბაზრებზე 2019

    შემოქმედებითი ევროპის მედეა ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი წვდომა ბაზრებზე 2019განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 07. თებერვალი 2019 წელი, 12. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 6, 8 მილიონი ევროკონკურსის მიზანი და პრიორიტეტები აუდიოვიზუალური ნაწარმოებების შექმნაში მხარდაჭრა, ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის პოტენციალის ამაღლების მიზნით ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ევროპული და საერთაშორისო კოპრუდუქციის ხელშეწყობა, მათ შორის ტელევიზიისათვის ბაზრებზე წვდომის პირობების გაუმრჯობესება აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისათვის  ინოვაციური ბიზნეს ბიზნეს მოდელების ხელშეწყობა2019 წლის კონკურსის პირობები საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ორ აქტიურობათაგან ერთერთი მაინც: აქტიურობა 1 : B2B  ფიზიკური ბაზრები - აუდიოვიზუალური სექტორის ევროპელი პროფესიონალებისათვის აქტიურობა 2: B2B - ევროპული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ხელშეწყობა
  • Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში

    2018 წლის 10-12 დეკემბერს იმართება  კონფერენციას „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ ღონისძიების მიზანია შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებისა და პროგრამით დაინტერესებული კულტურისა და მედია პროფესიონალების და ორგანიზაციების შეხვედრა. კონფერენცია  შემოქმედებითი ევროპის  ბენეფიციარებს  შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პროგრამით  დაინტერესებულ  პოტენციურ აპლიკანტებს, კულტურისა და აუდიოვიზუალურ ორგანიზაციებს. პროგრამის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ  პროექტებს, დეტალურად ისაუბრებენ პროექტის შესახებ. ასევე შემოქმედებით ევროპაში განაცხადის წარდგენის პროცესზე. ისინი პოტენციურ აპლიკანტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, როგორ გადალახეს აპლიკაციის შევსებასთან და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი კოლეგები სერბეთისა და ავსტრიის დესკებიდან, Trans Europe ...
  • კინოგანათლების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი

    შემოქმედებითი ევროპის მედეა ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კინოგანათლების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი. კონკურსზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 07. მარტი, 12. 00 სთ. (ბრიუსელის დროით). კინოგანათლების 2019 წლის დაფინანსების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიონ ევროს. პროგრამა შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს პროექტის ღირებულების 80 პროცენტს.   კონკურსის პირობები ევროპული ფილმების კატალოგის შედგენა თანდართული პედაგოგიური მასალით, მედია ქვეპროგრამაში ჩართული ქვეყნების სკოლის მოსწავლეებისათვის 11დან 18 წლამდე.  კატალოგი უნდა მოიცავდეს ევროპული კინოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან სულ მცირე 7 კინოფილმს, რომელიც სასკოლო განათლებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. საავტორო უფლებები კატალოგში გამოყენებულ ფილმებზე სულ ცოტა 3 წლით უნდა იყოს შეძენილი მედეა ქვეპროგრამაში გაერთიანებულ ქვეყნებში.  ქვეპროგრამის მონაწილე ყველა ქვეყანამ კატალოგში გამოყენებული ფილმების უმრავლესობის (სინქრონიზაცია და სუბტიტრები) უნდა მოამზადოს და კატალოგის გამოქვეყნების წინა პერიოდში...
  • კინოფესტივალების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი

    შემოქმედებითი ევროპის მედეა ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს ფესტივალების დაფინანსების 2019 წლის კონკურსი.   კინოფესტივალის დაფინანსების კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად. კონკურსი 1 : - (კინოფესტივალებისათვის, რომლებიც, 2019 წლის  01. მაისისა და 31 ოქტომბრის პერიოდში ტარდება) - განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 დეკემბერი, 12. 00 სთ. (ბრიუსელის დროით). კონკურსი 2: - (კინოფესტივალებისათვის, 2019 წლის  01.ნოემბერიდან  - 2020 წლის 30. აპრილის შუალედში) - განაცხადის წარდგენა შესაძლებელია  2019 წლის 07. მაისის, 12. 00 სთ-ის ჩათვლით ( ბრიუსელი დროით).
  • გამოცხადდა თანამშრომლობის პროექტების კონკურსი

    თანამშრომლობის პროექტები არის შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის ყველაზე აქტიური დაფინანსების სქემა.   დაფინანსება ეძლევა ნებისმიერი დარგის კულტურულ და შემოქმედებით ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ხელოვანებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საკუთარი პროექტები ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ.კონკურსის პრიორიტეტები: ტრანსანციონალური მობილობა აუდიტორიის განვითარება ინსტიტუციური განვითარება (დიგიტიზაცია; ახალი ბიზნეს მოდელები; ტრენინგები და განათლება) კულტურათაშორისი დიალოგი და მიგრანტების სოციალური ინტეგრაცია ევროპული კულტურული მემკვიდრეობა დაფინანსების სქემა ორი კატეგორიისაგან შედგება:I კატეგორია მოიცავს მცირე მასშტაბის პროექტებს მინიმუმ 3 პარტნიორი 3  სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლებელია გრანტის მოთხოვნა 200 000 ევროს ოდენობით შესაძლებელია მთლიანი ბიუჯეტის 60% დაფინანსების მოთხოვნა, საჭიროებს თანადაფინანსებასII კატეგორია ითვალისწინებს დიდი მასშტაბის თანამშრომლობის პროექტებს მინიმუ...
  • კოპროდუქციის ფორუმი When East Meets West 2019

    კოპროდუქციის ფორუმის When East Meets West 2019 წლის გამოშვება ღიაა განაცხადების მისაღებად. ფორუმი 2019 წლის 20-22 იანვარს იტალიაში, ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება და 39 სხვადასხვა ქვეყნის 450მდე კინოპროფესიონალს გააერთიანებს. კოპრუდუქციის ფორუმზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ განვითარების ფაზაში მყოფი სრულმეტრაჟიანი ან დოკუმენტური ფილმების პროექტების ავტორებსა და პროდიუსერებს, ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის, ბენელუქსის ქვეყნების ან იტალიასთან კოპროდუქციის პოტენციალით,  ფილმის საერთო ბიუჯეტის 15% უკვე უნდა არსებობდეს. შერჩეული პროექტები 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი და ყველა არჩეული პროდიუსერი მიიღებს ცოპროდუქციის ფორუმის აკრედიტაციას. გამარჯვებული პროექტები კი დაჯილდოვდებიან პრიზებით: Film Center Serbia Development Award EAVE scholarship Flow Postproduction Award EWA Network Best Woman Director Award Producers Network Prize Asterisk Visual Marketing Award Bratislava Film Residence Awardკოპროდუქციის ფორუმში მონაწილეობის...
  • თანამშრომლობის პროექტების შემოდგომის კონკურსი

    ეფექტური თანამშრომლობის პროექტების განსავითარებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო და დაგეგმვა. ქმნით თუ არა პროექტს და უკავშირდებით პარტნიორებს მის განსავითარებლად ან მოწვეული ხართ თუ არა პარტნიორის მიერ უკვე განვითარების პროცესში მყოფ პროექტზე, ეს საჭიროებს ბევრ სამუშაოს, რომელიც მოიცავს: პარტნიორებს შორის შეთანხმება საერთო მიზნებზე დისკუსია ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების შესახებ ბიუჯეტის გადანაწილებისა და ფონდების წყაროების განსაზღვრა უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველას აქვს ხანგრძლივი პროექტის განხორციელების სურვილი, რომელიც გაგრძელდება ოთხ წელიწადსმიუხედავად იმისა, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადა, რომელიც შემოდგომასაა, შესაძლოა შორეულად მოჩანდეს, თვეები სწრაფად გადის, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში შესაძლებელია ორგანიზაციები ხანგრძლივი პერიოდით ისვენებდნენ. თუ თქვენ ფიქრობთ განაცხადის შემოტანას 2018 წლის თანამშრომლობის პროექტებზე, მაშინ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა უნდა დაიწყოთ მოლაპარაკება დამტკიცებულ და პოტენციურ პარტნიორებთან, ან დაუკავშირდეთ თქვენთვის ც...
  • ვიქტორინა We all love Stories

    ყველა კინოსმოყვარულს, რომლებსაც  უკვე შეგისრულდათ 18 წელი, ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ  მონაწილეობა მიიღონ პროგრამის: შემოქმედებითი ევროპა - მედია  ქვეპროგრამის მიერ ორგანიზებულ  და დაანონსებულ ვიქტორინაში, ევროპული კინოს შესახებ:  We all love Stories. პროგრამის ყველა მონაწილე ქვეყნიდან ევროკომისიის მიერ შეირჩევა 10 გამარჯვებული კინომოყვარული, რომლებიც  2018 წლის 15. დეკემბერს ევროპული კინოს პრიზების გადაცემის ცერემონიალზე დასწრების უფლებას მოიპოვებენ.   გამარჯვებულებს მთლიანად აუნაზღაურდებათ 14-16 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ სევილიაში მგზავრობის, სასტუმროსა და ევროპული კინოპრიზის ცერემონიალის მრავალფეროვან პროგრამაში მონაწილეობის  ხარჯები. გამარჯვებულების ვინაობა 2018 წლის 20 ნოემბერს გახდება ცნობილი.   ვიქტორინაში მონაწილეობის მიღებისა და ხმის მიცემისათვის ეწვიეთ: http://wealllovesstories.eu/efa  
  • ანჟეი ვაიდას სტუდიის სატრენინგო პროგრამა

    ანჟეი ვაიდას სტუდიის სატრენინგო პროგრამა EKRAN+ 2019 ღიაა განაცხადების მისაღებად. პროგრამის მხარდამჭრები არიან: Creative Europa Media, შვეიცარული ფონდი Fokal, ავსტრიის კინოს ინსტიტუტი, ხორვატიის აუდიოვიზუალური ფონდი, ლიტვის კინოცენტრი და პოლონეთის. ტრენინგების 22 დღიანი ფილმის პროექტზე დაფუძნებული პროგრამა რეჟისორებისა და სცენარის ავტორებისთვის ფოკუსირებულია ფილმის პროექტის აუდიოვიზური სტილის განვითარებაზე, ტრენინგების ციკლში  ასევე აქცენტირებულია გადამღები ჯგუფის კოლაბორაციისა და შუტინგის პრაქტიკა. განაცხადის მიღება 2018 წლის 1 დეკემბრამდეა შესაძლებელი. სრული ინფორმაციისა და განაცხადის ფორმის გადმოსატვირთად იხილეთ EKRAN+ ვებგვერდი: www. ekranplus.eu
  • კინოკრიტიკოსების ვორკშოპი

    ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“ აცხადებს კონკურსს კინოკრიტიკოსთა ვორკშოპში მონაწილეობის მსურველთათვის.   16 - 18 ნოემბერს, პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში „ქართული კინოს ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება 3 დღიანი ვორკშოპი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისა და კინობლოგერებისთვის. ვორკშოპის ფარგლებში განიხილება ევროპული კინოკრიტიკის მიმდინარე ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები.  შერჩეული აპლიკანტებისთვის, ასევე, ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები. ვორკშოპს გაუძღვება სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი, ვლადან პეტკოვჩი