ENG GEO
რეგისტრაცია
რა არის შემოქმედებითი ევროპა ?

ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროპული კულტურის პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას. ევროპის სოციალურ ეკონომიურ განვითარებაში კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების როლის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ პროფესიონალიზმზე ზრუნვას  და ინსტიტუციურ განვითარებას.

2014-2020 წლებზე გათვლილი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 1,46 მილიარდი ევროს შეადგენს, მხარს უჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენელს.

მონაწილე ქვეყნები

შემოქმედებითი ევროპის მიზანია, გააფართოვოს ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურის, შემოქმედებით და აუდიოვიზუალურ სექტორებში, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არა-წევრ ქვეყნების კულტურის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად პროგრამაში მონაწილეობა. შემოქმედებით ევროპაში გაერთიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორის 28 ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

კულტურისა და მედია ქვეპროგრამაში განაცხადის წარდგენის ერთ-ერთი პირობა არის სხვადასხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესობა კოლაბორიაციული ტიპისაა. აღნიშნული გულისხმობს კონსორციუმ(ებ)ის შექმნას, რომელიც შედგება ევროკავშირის ქვეყნებსა და შემოქმედებითი ევროპის პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებული სულ მცირე სამი ორგანიზაციისგან.  აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი ევროპის დესკი გეხმარებათ პარტნიორების მოძიებაშიც. დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის. 

მედია ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყნები აუდიოვიზუალური ინდუსტრიების განვითარების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად  იყოფიან

დიდი ხუთეული -მაღალგანვითარებული კინოინდუსტრიის  მქონე ქვეყნები

  • დიდი ბრიტანეთი
  • გერმანია
  • ესპანეთი
  • იტალია
  • საფრანგეთი
საშუალო განვითარების კინოინდუსტრიის  ქვეყნები
  • ავსტრია
  • ბელგია
  • დანია
  • ფინეთი
  • ირლანდია
  • ნორვეგია
  • ჰოლანდია
  • პოლონეთი
  • შვედეთი
სუსტად განვითარებული კინოინდუსტრიის ქვეყნები
  • ალბანეთი
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა
  • ბულგარეთი
  • ესტონეთი
  • ისლანდია
  • კვიპროსი
  • ლატვია
  • ლიტვა
  • ლუქსემბურგი
  • მაკედონია
  • მალტა
  • მონტენეგრო
  • პორტუგალია
  • რუმინეთი
  • საბერძნეთი
  • სერბეთი
  • სლოვაკია
  • სლოვენია
  • უნგრეთი
  • ხორვატია
  • ჩეხეთი
მედია ქვეპროგრამის მხარდაჭერის 14 სქემიდან 4 სქემის დაფინასებაზე  უფლებამოსილება აქვთ შემდეგ ქვეყნებს
  • ისრაელი
  • მოლდავა
  • საქართველო
  • უკრაინა

*ახლო მომავალში საქართველო მედია ქვეპროგრამის დაფინანსების ყველა სქემის მონაწილე გახდება