ENG GEO
რეგისტრაცია

ევროპული პლატფორმები


პრიორიტეტები

ევროპული პლატფორმების მიზანია ახალი ტალანტების ხელშეწყობა ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი წარმოების მეშვეობით.

პლატფორმა უნდა შედგებოდეს რამდენიმე წევრი ორგანიზაციისაგან (ფესტივალები, მულტიფუნქციური სივრცეები, ბიბლიოთეკები, თეატრები და სხ.), რომლებიც ერთობლივ ევროპულ კონტენტს ქმნიან, მობილობით უზრუნველყოფენ ახალბედა ტალანტებს და ხელს უწყობენ მათ შესახებ ცნობადობის ამაღლებას. (ახალბედა ტალანტები უნდა წარმოადგენდნენ პლატფორმის 30 %ს).
ევროპული პლატფორმა უნდა შედგებოდეს ერთი ლიდერი ქვეყნისაგან და მინიმუმ 10 ორგანიზაციისგან 10 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 5 ევროკავშირის ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს.

*დეტალური ინფორმაცია თანამშრომლობის პროექტების შესახებ იხილეთ გზამკვლევში, განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგანტოს ვებგვერდზე.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

კონკურსზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ორგანიზაციებს ხელოვნების ნებისმიერი სფეროდან: ვიზუალური ხელოვნება, ცეკვა, თეატრი, ლიტერატურა, პერფორმანსი, მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, დიზაინი, ცირკი, ფესტივალი, რეწვა, მოდა.

ყველა აპლიკანტი (როგორც ლიდერი, ასევე პარტნიორი) უნდა მოღვაწეობდეს კულტურისა და შემოქმედებით სექტორში და იურიდიულად დაფუძნებული იყოს შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყანაში. ლიდერისა და პარტნიორის ორგანიზაციები კონკურსში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადამდე  მინიმუმ 2 წლის განმავლობაში იურიდიულად უნდა იყონ  რეგისტრირებული.  

*ფიზიკურ პირებს განცხადების შეტანის უფლება არა აქვთ.

დაფინანსება

კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია 500 000 ევროს მოთხოვნა (წლიურად), რაც სრული ბიუჯეტის 80 % შეადგენს.

თანადაფინანსება კონკურსის ერთ ერთი აუცილებელი პირობაა.

პარტნიორები თავად წყვეტენ განაცხადში მონაწილე ორგანიზაციების თანადაფინასების ოდენობას.

განაცხადის წარდგენა

ევროპული პლატფორმების კონკურსი არ ცხადდება ყოველწლიურად, კონკურსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ  ჩვენს ვებგვერდს.

განაცხადის წარდგენა ხდება ონლაინ რეჟიმში, აუცილებელია ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია დარეგისტრირებული იყოს მონაწილეთა პორტალზე და ჰქონდეს PIC ნომერი.


იხილეთ დეტალური ინფორმაცია