ENG GEO
რეგისტრაცია
ევროპული ქსელები

პრიორიტეტები

დაფინანსების სქემა მხარს უჭერს ევროპული კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ქსელების შექმნას მათი წევრების ტრანსნაციონალური ინსტიტუციური განვითარებისა და  თანამედროვე  გლობალურ ცვლილებებში ადაპტირების მიზნით. ევროპული ქსელების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა და ორგანიზაციათა კონკურენტუნარიონობის  გაძლიერება.

ქსელი უნდა შედგებოდეს  ლიდერი ქვეყნისა და 10 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 15 ორგანიზაციისაგან,  მათ შორის 5 ქვეყანა ევროკავშირის წევრ ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს.

დეტალური ინფორმაცია თანამშრომლობის პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტოების ვებგვერდზე.

*ევროპული ქსელები 4 წლიან ჩარჩო ხელშეკრულებას ითვალისწინებს. შემოქმედებითი ევროპის 2014-2020 წლების პროგრამაში გათვალისწინებული იყო 2 კონკურსი. პირველი კონკურსი 2013 წელს გამოცხადდა, ხოლო მეორე 2016 წელს.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა

ევროპული პლატფორმების კონკურსში განაცხადის შეტანა შეუძლიათ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ორგანიზაციებს ვიზუალური ხელოვნების, ცეკვის, თეატრის, დიზაინის, ლიტერატურის, პერფორმანსის, მუსიკის, არქიტექტურის, დიზაინის, ცირკის, ფესტივალის, მოდისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროდან.

*დაფინანსებულ პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ გზამკვლევის საშუალებით.

ყველა აპლიკანტი, როგორც ლიდერი, ასევე პარტნიორი უნდა მოღვაწეობდეს კულტურისა და შემოქმედების სფეროში და იყოს იურიდიულად დაფუძნებული შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყანაში. როგორც ლიდერის, ასევე პარტნიორის ორგანიზაცია კონკურსის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადამდე 2 წლით ადრე იურიდიულად უნდა იყოს დაფუძნებული.

*ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ განაცხადის შეტანა.

განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული ყველა ორგანიზაცია დარეგისტრირებული უნდა იყოს მონაწილეთა პორტალზე და ჰქონდეს PIC ნომერი.

დაფინანსება

კონკურსის ფარგლებში წლიურად 250 000 ევროს მოთხოვნაა შესაძლებელი, რაც სრული ბიუჯეტის 80% წარმოადგენს. აუცილებელია თანადაფინანსება. თანადფინანსების წილობრივი რაოდენობა პროექტში მონაწილე ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ.

*დაფინანსებული ქსელების სია იხილეთ:
 
იხილეთ დეტალური ინფორმაცია
ბროშურა შემოქმდებითი ევროპის მიერ დაფინანსებული ევროპული ქსელების შესახებ