ENG GEO
რეგისტრაცია
დაფინანსებული პროექტები - Brave Kids - ხელოვნების ინსტრუქტორების ტრენინგები და პროექტის პრაქტიკული გავრცელება

Brave Kids - ხელოვნების ინსტრუქტორების ტრენინგები და პროექტის პრაქტიკული გავრცელება

20.12.2017
Brave Kids Artistic Instructor Training and Practicl Dissemination Project / Brave Kids - ხელოვნების ინსტრუქტორების ტრენინგები და პროექტის პრაქტიკული გავრცელება
 
 
  • პროექტის ლიდერი - Song of the Goat Theatre Association (პოლონეთი)
 
  • პარტნიორი საქართველოდან - სამცხე ჯავახეთის რეგიონი, ფონდი Caritas Georgia (საქართველო)
 
  • პროექტი: 583891-CREA-1-2017-1-PL-CULT-COOP1
 
  • დაფინანსება: 57.905,42 ევრო

პროექტის აღწერა

პროექტი Brave Kids უნიკალური კულტურულ-საგანამათლებლო პროექტია, რომელიც 2009 წელს იქნა დაფუძნებული და ბავშვებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან მეგობრობის, მშვიდობისა და ერთმანეთის ხელოვნებისა და კულტურის პატივისვემის ატმოსფეროს შექმნით აერთიანებს. Brave Kids ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალის მთავარი კომპონენტია სახელოვნებო ვორკშოფების რიგი, რომლებსაც პროფესიონალი ხელოვნების ინსტრუქტორები ატარებენ. ვორკშოფები მიმდინარეობს  სასწავლო მეთოდით ბავშვები ასწავლიან ბავშვებს.  

პროექტი Brave Kids, სახელოვნებო განათლება და მისი პრაქტიკული განვრცობა მიზნად ისახავს:
 
  • ხელოვნების ინსტუქტორების პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების ამაღლებას, რათა სხვადასხვა კულტურული, სოციალ-ეკონომიური და ეროვნული წარმომავლობის ბავშვებთან ტრანსნაციონალური მუშაობის მიზნით გამოყენებული იქნას ინოვაციური ტექნიკა ბავშვები ასწავლიან ბავშვებს;
 
  • პროექტის პარტნიორებს შორის ხელოვნების ინსტრუქტორების ორგანიზაციული შესაძლებლობების ამაღლება ტექნური მეთოდით ბავშვები ასწავლიან ბავშვებს;
 
  • შეიქმნას მაღალი ხარისხის ციფრული საშუალებები ტექნიკური მეთოდის ბავშვები ასწავლიან ბავშვებს გასავრცელებლად იმ ხელოვანთა და კულტურის მენეჯერებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ხელოვნების კულტურათაშორისი გაცვლით;
 
  • ამაღლდეს Brave Kids ჯგუფის ლიდერების პროფესიული უნარები და კომპენტენციები, რათა მათ საკუთარ ქვეყანაში შეძლონ ბავშვებთან ამ მეთოდით მუშაობა;
 
  • პროგრამის Brave Kids გავრცობა ხარისხისა და ინტეგრაციის შენარჩუნებით, ტრანსნაციონალური მობილობის, არტისტიზმის და კულტურათა გაზიარების უკეთესი შესაძლებლობები შექმნის მიზნით, ბავშვებს, მათ ლიდერებსა და ხელოვნების ინსტრუქტორებს შორის. პროგრამის ძირითად აქტივობები მოიცავენ გაფართოებულ ვორკშოფებს ხელოვნების ინსტრუქტორებისთვის, ხელოვნების ახალი ინსტრუქტორების დასაქმება ახალ პროექტებში და Brave Kids მეთოდის ინტეგრირებული ონლაინ გზამკვლევის შექმნა და გავრცელება;
 
  • პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაციები, რომლებსაც უკვე აქვთ ერთობლივი თანამშრომლობის გამოცდილება და რომელებმაც ერთად შექმნეს პროგრამა Brave Kids პოლონეთში, სლოვაკეთსა და საქართველოში, ასევე ახალი პარტნიორები რუმინეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.