ENG GEO
რეგისტრაცია
  • საინფორმაციო ტური რეგიონებში

    2018 წლის 23-27 ივლისს შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი  საინფორმაციო ტურს გამართავს სამეგრელოში, გურიაში, რაჭასა და იმერეთში. ტურის ფარგლებში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები კულტურისა და მედიის სფეროს ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ხელოვანებთან. დაგეგმილი შეხვედრების  ფარგლებში დაწვრილებით ვისაუბრებთ შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მნიშვნელობის შესახებ კულტურისა და აუდიოვიზუალური სფეროს განვითარებაში, პროგრამაში ცალკეული ორგანიზაციების ჩართვის  შესაძლებლობების, პროგრამის პრიორიტეტების, კონკურსებში მონაწილეობის  პირობების, პროექტზე მუშაობის პროცესისა და საკონკურსო განაცხადის წარდგენის წესების  შესახებ. საინფორმაციო ტურის განრიგი: ზუგდიდი - 2018 წლის 23. ივლისი 12.00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რუსთაველის ქ. 52 ოზურგეთი- 2018 წლის 24. ივლისი, 12. 00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი,  ჭავჭავაძის ქ. 14 რაჭა, სოფ. ჭყვიში - 2018 წლის 26. ივლისი, 13. 00 საათი, არტელი რაჭა წყალტუბო - 2018 წლის 27. ივლისი, 12. 00 საათი, სასტუმრ...
  • Music moves Europe / მუსიკა ამოძრავებს ევროპას

    ევროკავშირის ახალი ინიციატივა რომელიც ევროკის მუსიკის სექტორის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა.  მუსიკის სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, სექტორის ახალი მხარდაჭერის მექანიზმის შექმნის საჭიროება. რომელიც დაემატება არსებულ პროგრამებს (შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის პროექტები, პლატფორმები და ქსელები). პროგრამა, შეიმუშავებს მუსიკის სექტორის სპეციფიური სირთულეების და პრობლემების გადაჭრის საშუალებებს.მუსიკა არის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგი, რომელიც კარგად ამჟღავნებს ევროპის მრავალფეროვნებას. მუსიკას ასევე ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ევროპის ეკონომიკაში.  მუსიკის სექტორს ყოველწლიურად შემოაქვს 25 ბილიარდი ევრო ევროპის ბიუჯეტში და ასაქმებს მეტ ადამიანს ვიდრე კინო ინდუსტრია.  თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათვალისწინებით მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები ეძებენ ახალ ბიზნეს მოდელებს. დიგიტალიზაციამ და ონლიან დისტრიბუციის მექანიზმებმა უკვე შეცვალეს შემოსავლის წყაროების არხები, შეცვალეს ბიზნეს მოდელები, რამაც გამო...
  • გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი - ლიტერატურული თარგმანები

    გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის კონკურსი.  დაფინანსების სქემის ბიუჯეტი არის გათვლილი 3.6 მლნ. ევროზე. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 23 მაისი. 2018 წელს გამოცხადდება დაფინანსება 2 კატეგორიაზე:  I კატეგორიაში შედიან 2 წლიანი პროექტები, რომლის ფარგლებში შესაძლებელია   3-10 ლიტერატურული თარგმანის შესრულება. შემოქმედებითი ევროპის მხრიდან ფინანსდება პროექტის ღირებულების 50 %. პროექტის მაქსიმალური გრანტია 100 000 ევრო. II კატეგორიის პროექტი ითვალისწინებს 3-10 ლიტერატურულ თარგმანს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელზე უნდა იყოს გათვლილი. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში უნდა ითარგმნოს და გამოიცეს 9-30 ლიტერატურული ნამუშევარი. პროექტის ფარგლებში წლიურად შესაძლებელია 100 000 ევროს მოთხოვნა ან 300 000 ევრო 3 წელიწადზე. შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს პროექტის ღირებულების 50 %.  
  • გამოცხადებულია კინოფესტივალების დაფინანსების კონკურსი

    შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამის დაფინანსების კონკურსი კინოფესტივალი ღიაა კონკურსანტებისათვის, კონკურსზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 აპრილი.   დაფინანსების კონკურსში განაცხადის შეტანა შეუძლიათ ფესტივალებს, რომლებიც 2018 წლის 1 ნოემბრიდან, 2019 წლის 30 აპრილამდე  პერიოდში ტარდება. ფესტივალების დაფინანსების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3, 2 მილიონ ევროს. დაფინანსებას მიიღებენ ის ფესტიველები, რომელთა პროგრამის 50 % არაეროვნულ კინოპროდუქციას ეთმობა. ხოლო ფილმების 70 % მედია პროგრამაში მონაწილე ქვეყნების პროდუქციას წარმოადგენს. საფესტივალო პროგრამაში ჩართული უნდა იყოს სულ მცირე 15 ევროპული ქვეყანა მაინც.
  • გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი ტრენინგები 2018

    გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის მედია ქვეპროგრამის დაფინანსების კონკურსი ტრენინგები 2018. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 აპრილი, 12. 00 სთ. ბრიუსელის დროით.დაფინანსების სქემის მიზანია კინო და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები  სექტორის პროფესიული პოტენციალის გაძლიერება კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა პროფესიული სრულყოფის მიზნით პროფესიონალთა ევროპულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდა ბაზარზე და აუდიტორიასთან წვდომის გაძლიერება პროფესიული ქსელის ე.წ. Networking  გაფართოება, მედია ინდუსტრიაში უკეთესი ჩართულობის მიზნით ახალი ინდუსტრიული ბიზნეს მოდელების დანერგვა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავების მხარდაჭერა წარმოების ახალი ფორმების ათვისების ხელშეწყობა ახალი ბიზნეს მოდელებისა და დაფინანსების წყაროების, კომერციული მენეჯმენტის ხელშეწყობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული ცოდნის გავრცელება, ურთიერთკავშირების გ...
  • ევროკომისიის საჯარო კონსულტაციები დაფინანსების შესახებ

    ევროკომისია მართავს საჯარო კონსულტაციებს ევროკავშირის მიერ დაფინანსების შესახებ. 2018 წელს, ევროკომისია საყოველთაო შეთავაზებებს განახორციელებს ახალი თაობის ფინანსურ პროგრამებზე, რომელიც გრძელვადიან დაფინანსების ბიუჯეტსაც მოიცავს. კონსულტაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას ან პიროვნებას, ამისათვის საჭიროა შეავსოთ ევროკომისიის კითხვარი.