ENG GEO
რეგისტრაცია
კინო ფესტივალები

პრიორიტეტები

აუდიტორიის განვითარება - ევროპული აუდიოვიზუალური პროდუქციის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებები, რომლებიც ევროპული აუდიოვიზუალური პროდუქტისადმი ინტერესის გაღვივებასა და კინოპროდუქტზე მაყურებლის წვდომას ემსახურება

მედია ქვეპროგრამა აფინასებს ფესტივალის შემდეგ აქტივობებს:
  • ინიციატივებს - რომლებიც ევროპულ აუდიოვიზუალურ სფეროს წარმოაჩენენ და მის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს
  • აქტივობებს - რომლებიც მაყურებლის ინტერესს აღვივებენ ევროპული კინოპროდუქციისადმი

*დეტალური ინფორმაცია კინოგანათლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტოს ვებგვერდზე

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა
  • ფესტივალის მხარდაჭერაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა საფესტივალო პროგრამა ღიაა პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობისათვის
  • ფესტივალი უნდა თანამშრომლებდეს და ერთობლივ აქტივობებს ეწეოდეს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც არ არიან მედია ქვეპროგრამის მონაწილენი. ასევე ორგანიზაციებთან UNESCO, ევროპის საბჭო, ეკონომიური ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაცია, Wordl Intellectual Property
ფესტივალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს
  • საფესტივალო პროგრამაში უნდა ჰქონდეს მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმები, რომლებიც საზოგადოების ფართო ფენის, მაყურებლის ინტერესს იწვევს
  • ფესტივალზე აკრედიტირებულები უნდა იყვნენ კინოპროფესიონალები და ჟურნალისტები სხვადახვა ქვეყნიდან
  • ფესტივალი წლის რომელიმე განსაზღვრულ დროს და ერთსა და იმავე ადგილას უნდა ტარდებოდეს
  • ფესტივალს უნდა ჰქონდეს მყარი რეგულაციები - საკუთარი კონცეფცია და ფილმების შერჩევის სისტემა
  • საფესტივალო პროგრამაში ნაჩვენები ფილმების 70% მედია ქვეპროგრამაში ჩართული ქვეყნების კინოპროდუქციას უნდა წარმოადგენდეს
  • ფესტივალზე მედია ქვეპროგრმის 15 ქვეყანა მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი
  • ფესტივალზე ნაჩვენები ფილმების 50% სხვა ქვეყნების კინოპროდუქციას უნდა წარმოადგენდეს​

*კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ
*განაცხადის სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულია ე.წ. E Form.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია