ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - გამოცხადდა თანამშრომლობის პროექტების კონკურსი

გამოცხადდა თანამშრომლობის პროექტების კონკურსი

24.10.2018
თანამშრომლობის პროექტები არის შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამის ყველაზე აქტიური დაფინანსების სქემა.  

დაფინანსება ეძლევა ნებისმიერი დარგის კულტურულ და შემოქმედებით ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ხელოვანებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საკუთარი პროექტები ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ.

კონკურსის პრიორიტეტები:
  • ტრანსანციონალური მობილობა
  • აუდიტორიის განვითარება
  • ინსტიტუციური განვითარება (დიგიტიზაცია; ახალი ბიზნეს მოდელები; ტრენინგები და განათლება)
  • კულტურათაშორისი დიალოგი და მიგრანტების სოციალური ინტეგრაცია
  • ევროპული კულტურული მემკვიდრეობა
 
დაფინანსების სქემა ორი კატეგორიისაგან შედგება:

I კატეგორია მოიცავს მცირე მასშტაბის პროექტებს

მინიმუმ 3 პარტნიორი 3  სხვადასხვა ქვეყნიდან

შესაძლებელია გრანტის მოთხოვნა 200 000 ევროს ოდენობით

შესაძლებელია მთლიანი ბიუჯეტის 60% დაფინანსების მოთხოვნა, საჭიროებს თანადაფინანსებას

II კატეგორია ითვალისწინებს დიდი მასშტაბის თანამშრომლობის პროექტებს

მინიმუმ 6 პარტნიორი 6 სხვადასხვა ქვეყნიდან

შესაძლებელია 2 მილიონი ევროს რაოდენობის გრანტის მოთხოვნა

გრანტის ფარგლებში შესაძლებელია მთლიანი ბიუჯეტის 50% დაფინანების მოთხოვნა, საჭიროებს თანადაფინანსებას

კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 44 659 800 ევროს, ბიუჯეტის 40%-მდე გათვლილია მცირე მასშტაბის თანამშრომლობის პროექტებზე, ხოლო ამ თანხის 25% იქნება განკუთვნილი პროექტებზე რომლის მიზანი არის მიგრანტების სოციალური ინტეგრაცია
 
*დეტალური ინფორმაცია თანამშრომლობის პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევში განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის მმართველი სააგენტოს გვერდზე.

 
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?

თანამშრომლობის პროექტების კონკურსზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ორგანიზაციებს, ვიზუალური ხელოვნების,  ცეკვის, თეატრის, ლიტერატურის, პერფორმანსის, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობის, არქიტექტურის, დიზაინის, ცირკის, ფესტივალის, რეწვისა და მოდის სფეროებიდან. ასევე საგანამანათებლო, მუნიციპალურ, საქველმოქმედო დაწესებულებებსა და კომპანიებს, რომლებიც კულტურისა და შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობენ.

როგორც ლიდერი, ასევე პარტნიორი აპლიკანტი უნდა მოღვაწეობდეს კულტურისა და შემოქმედებით სფეროში და წარმოადგენდეს შემოქმედებითი ევროპის კულტურის ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყანას. კონკურსში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადამდე ორგანიზაციას მინიმუმ 2 წლის წინ უნდა ჰქონდეს გავლილი რეგისტრაცია.

განაცხადის წარდგენა ხდება ონლაინ რეჟიმში, პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ყველა ორგანიზაცია დარეგისტრირებული უნდა იყოს მონაწილეთა პორტალზე და ფლობდეს ე.წ. PIC ნომერს.

*განაცხადის ფორმა უნდა შეივსოს ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე
*ფიზიკურ პირებს განაცხადის შეტანა არ შეუძლიათ

იხილეთ დეტალური ინფორმაცია