ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი/ ევროპა ნოსტრას ჯილდოს

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი/ ევროპა ნოსტრას ჯილდოს

11.08.2017
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ მას განახორციელებს ევროპა ნოსტრა. პროგრამა წარმოაჩენს მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითებს და ამით ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას. პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა. 

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კონკურსში წარდგენილი იქნა 2720 განაცხადი 39 ქვეყნიდან. შემოსული განაცხადების რაოდენობით ლიდერობენ ესპანეთი - 498 პროექტი, გაერთიანებული სამეფო - 286 განაცხადი და იტალია -278. კატეგორიების მიხედვით ყველაზე მეტი პროექტია წარდგენილი კონსერვაციის ნომინაციაში (1606), მას მოსდევს განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება (457), კვლევა (340) და ბოლოს, განსაკუთრებული ღვაწლი (317).
 
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო საუკეთესო პრაქტიკების წარმოჩენის, გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო კავშირების დამყარების გზით აძლიერებს კულტურული მემკვიდრეობის სექტორს ევროპაში. იგი ასევე ეხმარება გამარჯვებულებს დაფინანსების მოპოვებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაში. პრიზი ასევე ხელს უწყობს ჩვენი საერთო მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში.

გაეცანით 2018 წლის კონკურსის პირობებს და პრიორიტეტებს