ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - ვიქტორინა We all love Stories

ვიქტორინა We all love Stories

15.10.2018
ყველა კინოსმოყვარულს, რომლებსაც  უკვე შეგისრულდათ 18 წელი, ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ  მონაწილეობა მიიღონ პროგრამის: შემოქმედებითი ევროპა - მედია  ქვეპროგრამის მიერ ორგანიზებულ  და დაანონსებულ ვიქტორინაში, ევროპული კინოს შესახებ:  We all love Stories.

პროგრამის ყველა მონაწილე ქვეყნიდან ევროკომისიის მიერ შეირჩევა 10 გამარჯვებული კინომოყვარული, რომლებიც  2018 წლის 15. დეკემბერს ევროპული კინოს პრიზების გადაცემის ცერემონიალზე დასწრების უფლებას მოიპოვებენ.  

გამარჯვებულებს მთლიანად აუნაზღაურდებათ 14-16 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ სევილიაში მგზავრობის, სასტუმროსა და ევროპული კინოპრიზის ცერემონიალის მრავალფეროვან პროგრამაში მონაწილეობის  ხარჯები.

გამარჯვებულების ვინაობა 2018 წლის 20 ნოემბერს გახდება ცნობილი.
 
ვიქტორინაში მონაწილეობის მიღებისა და ხმის მიცემისათვის ეწვიეთ: http://wealllovesstories.eu/efa