ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - თანამშრომლობის პროექტების შემოდგომის კონკურსი

თანამშრომლობის პროექტების შემოდგომის კონკურსი

31.07.2018
ეფექტური თანამშრომლობის პროექტების განსავითარებლად საჭიროა ხანგრძლივი დრო და დაგეგმვა.
ქმნით თუ არა პროექტს და უკავშირდებით პარტნიორებს მის განსავითარებლად ან მოწვეული ხართ თუ არა პარტნიორის მიერ უკვე განვითარების პროცესში მყოფ პროექტზე, ეს საჭიროებს ბევრ სამუშაოს, რომელიც მოიცავს:
  • პარტნიორებს შორის შეთანხმება საერთო მიზნებზე
  • დისკუსია ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების შესახებ
  • ბიუჯეტის გადანაწილებისა და ფონდების წყაროების განსაზღვრა
  • უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველას აქვს ხანგრძლივი პროექტის განხორციელების სურვილი, რომელიც გაგრძელდება ოთხ წელიწადს
მიუხედავად იმისა, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადა, რომელიც შემოდგომასაა, შესაძლოა შორეულად მოჩანდეს, თვეები სწრაფად გადის, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში შესაძლებელია ორგანიზაციები ხანგრძლივი პერიოდით ისვენებდნენ.
თუ თქვენ ფიქრობთ განაცხადის შემოტანას 2018 წლის თანამშრომლობის პროექტებზე, მაშინ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა უნდა დაიწყოთ მოლაპარაკება დამტკიცებულ და პოტენციურ პარტნიორებთან, ან დაუკავშირდეთ თქვენთვის ცნობილ ევროპელ საკონტაქტო პირებს და მოძებნოთ პროექტები, რომლებიც იმყოფებიან განვითარების პროცესში.
დაგვიკავშირდით კონსულტაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წამოიწყოთ პროექტი, რომელი იდეა არის კონკურსის შესაბამისი და როგორ უნდა განაგრძოთ შემდეგი სამუშაოები საერთაშორისო კავშირების დახმარებით.
 
6 ეტაპი თანამშრომლობის პროექტების კონკურსისთვის მოსამზადებლად
რაც უფრო ადრე დაიწყებთ სამუშაო პროცესს, მით უფრო მტკიცე იქნება, როგორც განაცხადი, ისე პარტნიორობა და პროექტი.
 
რეგისტრაცია (ტექნიკური საკითხი)
ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იღებს მონაწილეობას შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებულ პროექტებში უნდა იყოს დარეგისტრირებული ევროკავშირის პორტალზე და ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს PIC ნომერი (Participant Identification Code, მონაწილეთა საიდენტიფიკაციო კოდი). საიდენტიფიკაციო კოდის, PIC ნომერის, მისაღებად უნდა
  • დარეგისტრირდეთ ECAS ვებგვერდზე, (რეგისტრაციისთვის აირჩიეთ  External)
  • დაარეგისტრირეთ თქვენი ორგანიზაცია მონაწილეთა პორტალზე და ატვირთეთ ის საჭირო დოკუმენტაცია ორგანიზაციის შესახებ, რომელიც დაფინანსების სქემის გზამკვლევებშია მითითებული.
*PIC ნომერი ორგანიზაციას ერთხელ ენიჭება, მხოლოდ ნომრის მინიჭების შემდეგ გეძლევათ საშუალება გადმოტვირთოთ შესავსები ფორმულარის ელექტრონული ფორმა e-Form და ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია
 
 მოძებნეთ პარტნიორები
  • დაუკავშირდით პარტნიორებს და მათთან ერთად განიხილეთ თქვენი პროექტის იდეა
  • დაუკავშირდით საერთაშორისო საკონტაქტო პირებს და შეატყობინეთ, რომ თქვენ ხართ დაინტერესებული თანამშრომლობის პროექტებში პარტნიორობით, აცნობეთ მათ თქვენი კომპეტენციისა და ინტერესების შესახებ
  • თქვენი პარტნიორების უკეთესად გასაცნობად, გქონდეთ პირისპირი და Skype შეხვედრა. აღმოაჩინეთ თუ რა არის თქვენი საერთო უპირატესობები და ამბიციები - ეს დაგეხმარებათ პროქტის მიზნებისა და საქმიანობის განსასაზღვრად
  • დარწმუნდით, რომ თქვენს ყველა პარტნიორს აქვს კავშირი თავიანთი ქვეყნების შემოქმედებითი ევროპის დესკთან. ამის გათვალისწინებით, თქვენ იქნებით ერთი და იმავე ეტაპზე, როცა გექნებათ საუბარი შემოქმედებითი ევროპის კრიტერიუმის, განცხადებებისა და სხვა დეტალების შესახებ
განსაზღვრეთ თქვენი პროექტი
  • არ ხართ დარწმუნებული შეესაბამება თუ არა თქვენი პროექტი თანამშრომლობის პროექტების კონკურსს? განიხილეთ ეს საკითხი შემოქმედებითი ევროპის დესკის საქართველოს წარმომადგენელთან ერთად
  • პარტნიორებთან შეხვედრების დროს განიხილეთ პროექტის მიზნები, საქმიანობის დანაწილება, პარტნიორების როლები და პასუხისმგებლობები, სამიზნე ჯგუფი/აუდიტორია, ბიუჯეტი და თუ როგორ აპირებთ განაცხადებზე მუშაობას
  • „შეფასების კრიტერიუმი“(გზამკვლევის მე-16 & მე-17 გვ.) არის აღწერა იმისა, თუ როგორ ფასდება განაცხადები, იმ კონკრეტულ კითხვებთან ერთად, რომლებზეც გსურთ ყურადღების გამახვილება. პროექტის სრულყოფისათვის ეს არის შესანიშნავი კრიტერიუმი
გაეცანით ინფორმაციას განაცხადების პროცესისა და პროექტების შეფასების შესახებ
ჩართეთ თქვენი კოლეგები პარტნიორობაში
  • რაც შეიძლება ადრეულ პერიოდში ჩართეთ სხვა ადამიანები თქვენს კომპანიაში/ორგანიზაციაში - განსაკუთრებით ის, ვინც ფინანსებზე იქნება პასუხისმგებელი!
  • მიიღეთ ინფორმაცია თქვენი კომუნიკაციების დეპარტამენტისგან, თუ როგორ დატვირთოთ თქვენი საქმიანობა. რაც უფრო მეტად შეგეძლებათ პროექტის ფლობა, მით უფრო ქმედითი იქნება თქვენი განაცხადი
რა ხდება შემდეგ?
როდესაც მივუახლოვდებით განაცხადების მიღების საბოლოო ვადას:
  • დაგვიკავშირდით და შეგვატყობინეთ თქვენი გეგმების შესახებ
  • შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში განაგრძობს თქვენს დახმარებას. თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება ჩვენს რომელიმე ღონისძიებაში ან შეგიძლიათ უშუალოდ ჩვენთან დაკავშირება, რომ ჩაინიშნოს პირისპირ შეხვედრა ან სატელეფონო კონსულტაცია.
  • ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება შეტანილი ახალ კონკურსში თუმცა შესაძლოა მცირე შესწორება შევიდეს დოკუმენტებში/კითხვებში
  • თანამშრომლობის პროექტებზე განაცხადების მიღების საბოლოო ვადა მიღებული იქნება გვიან შემოდგომაზე