ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - კინოკრიტიკოსების ვორკშოპი

კინოკრიტიკოსების ვორკშოპი

08.10.2018
ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“ აცხადებს კონკურსს კინოკრიტიკოსთა ვორკშოპში მონაწილეობის მსურველთათვის.  

16 - 18 ნოემბერს, პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში „ქართული კინოს ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება 3 დღიანი ვორკშოპი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისა და კინობლოგერებისთვის.

ვორკშოპის ფარგლებში განიხილება ევროპული კინოკრიტიკის მიმდინარე ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები.  შერჩეული აპლიკანტებისთვის, ასევე, ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები.

ვორკშოპს გაუძღვება სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი, ვლადან პეტკოვჩი

ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
  1. რეზიუმე (CV)
  2. სამოტივაციო წერილი (150 – 300 სიტყვა)
  3. კრიტიკული წერილი (ან ესე) კინოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე (300 - 600 სიტყვა)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 28 ოქტომბერი
 
ვორკშოპში მონაწილეობისთვის, მოწვეული ექსპერტის მიერ შეირჩევა 6 ქართველი კინოკრიტიკოსი/კინობლოგერი. ვორკშოპის მონაწილეების მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯებს  სრულად დაფარავს შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში.

გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
 
ლევან ლომჯარია
levan@creativeeurope.ge

დიანა მაღლაკელიძე
diana@creativeeurope.ge