ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - კინოფესტივალების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი

კინოფესტივალების მხარდაჭერის 2019 წლის კონკურსი

25.10.2018
შემოქმედებითი ევროპის მედეა ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს ფესტივალების დაფინანსების 2019 წლის კონკურსი.  
კინოფესტივალის დაფინანსების კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად.
კონკურსი 1 : - (კინოფესტივალებისათვის, რომლებიც, 2019 წლის  01. მაისისა და 31 ოქტომბრის პერიოდში ტარდება) - განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 დეკემბერი, 12. 00 სთ. (ბრიუსელის დროით).
კონკურსი 2: - (კინოფესტივალებისათვის, 2019 წლის  01.ნოემბერიდან  - 2020 წლის 30. აპრილის შუალედში) - განაცხადის წარდგენა შესაძლებელია  2019 წლის 07. მაისის, 12. 00 სთ-ის ჩათვლით ( ბრიუსელი დროით).
 
კონკურსის საერთო ბიუჯეტი, 3, 2 მილიონ ევროს შეადგენს.
 
კონკურსის პირობები:
ფესტივალის პროგრამაში ნაჩვენები ეროვნული ფილმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  50 პროცენტს. 
ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების 70 პროცენტი პროგრამაში მონაწილე ქვეყნების კინოპროდუქციას უნდა წარმოადგენდეს.
ფესტივალზე, პროგრამაში მონაწილე სულ მცირე 15 ქვეყნის ფილმები უნდა იყოს ნაჩვენები. 
 
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა:
შემოქმედებითი ევროპის პროგრმაში ჩართული ქვეყნების კინოფესტივალების ორგანიზატორებს, არაკომერციულ კინო ორგანიზაციებს - გაერთიანებებს, ფონდებს.
 
როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი:
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის შეტანამდე Participant Portal-ზე უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია, რის მემდეგაც მიიღებენ ე.წ. PIC (საინდეტიფიკაციო კოდს). ამის შემდეგ ონლაინ რეჟიმში უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა და ატვირთოთ ყველა მოთხოვნილი საბუთი დანართის სახით.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია