ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - კონკურსი წვდომა ბაზრებზე 2019

კონკურსი წვდომა ბაზრებზე 2019

21.11.2018
შემოქმედებითი ევროპის მედეა ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი წვდომა ბაზრებზე 2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა
07. თებერვალი 2019 წელი, 12. 00 სთ. (ბრიუსელის დროით)

დაფინანსების საერთო ბიუჯეტი
6, 8 მილიონი ევრო

კონკურსის მიზანი და პრიორიტეტები
  • აუდიოვიზუალური ნაწარმოებების შექმნაში მხარდაჭრა, ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის პოტენციალის ამაღლების მიზნით
  • ევროპული აუდიოვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება
  • ევროპული და საერთაშორისო კოპრუდუქციის ხელშეწყობა, მათ შორის ტელევიზიისათვის
  • ბაზრებზე წვდომის პირობების გაუმრჯობესება აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისათვის
  •  ინოვაციური ბიზნეს ბიზნეს მოდელების ხელშეწყობა
2019 წლის კონკურსის პირობები
საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ორ აქტიურობათაგან ერთერთი მაინც:
აქტიურობა 1 : B2B  ფიზიკური ბაზრები - აუდიოვიზუალური სექტორის ევროპელი პროფესიონალებისათვის
აქტიურობა 2: B2B - ევროპული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ხელშეწყობა
 
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტით გათვალისწინებული აქტიურობების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატობოდეს 12 თვეს.
აქტიურობანი  უნდა მიმდინარეობდეს 2019 წლის 1. ივლისისა და 2020 წლის 30 ივნისის პერიოდში. 
 
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა
კონკურსზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მედეა ქვეპროგრამაში გაერთიანებულ ქვეყნებში არსებულ აუდიოვიზუალურ ორგანიზაციებს, კერძო კომპანიებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, ფონდებს.
 
დაფინანსების კრიტერიუმები
 
განაცხადები შეფასებული იქნება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც განაწილებული იქნება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

აქტივობა 1
შესაბამისობა და დამატებითი ევროპული ღირებულება (30 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს საქმიანობის შინაარსის შესაბამისობას მათ შორის ინოვაციურ ასპექტებს და საერთაშორისო და ევროპულ განზომილებას კონკურსის მიზნებთან მიმართებით. აუდიოვიზუალური ინდუსტრიის საჭიროებებს მათ შორის ვიდეო თამაშებს, სატელევიზიო სერიებს, მედიასა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს.
კონტენტის ხარისხი და აქტივობები (30 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს მეთოდოლოგიის რელევანტურობას მიზნებთან მიმართებაში, მათ შორის ითვალისწინებს ფორმატს, სამიზნე ჯგუფს, შერჩევის მეთოდებს, სინერგიას და თანამშრომლობას სხვა პროექტებთან. მეთოდოლოგიას, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ბიზნეს მოდელებს, განხორციელებადობასა და ხარჯების ეფექტურობას.
პროექტის შედეგების გავრცელება, მდგრადობა და ზემოქმედება (30 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს დაფინანსების მხარდაჭერაზე გავლენას, პროექტების და ნამუშევრების საერთაშორისო მიმოცვლასა და გლობალურ აუდიტორიას, ან/და სტრუქტურულ ეფექტს ევროპულ აუდიოვიზუალურ ინდუსტრიასთან მიმარტებაში.
პროექტის გუნდის ორგანიზება (10 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს გუნდში როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას საქმიანობის კონკრეტულ მიზნებთან მიმართებაში.
 
აქტივობა 2
შესაბამისობა და დამატებითი ევროპული ღირებულება (30 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს B2B ხელშემწყობი ღონისძიებების კავშირს კონკურსის მიზნებთან, ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე ევროპული ნამუშევრების წარმოჩენისა და მიმოცვლის დამატებით ღირებულებას, ასევე ინოვაციებსა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას
შინაარსისა და საქმიანობის ხარისხი (30 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს სტრატეგიის ეფექტიანობას, ხარისხსა და მიზანშეწონილობას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე ევროპული ნამუშევრების გავრცელებისა და მიმოცვლის განმტკიცების მიზნით და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ეფექტიანობას
პროექტის შედეგების გავრცელება, მდგრადობა და ზემოქმედება (30 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს სისტემურ გავლენას გაზრდილი ხელმისაწვდომობის, მიმოცვლისა და აუდიტორის ფარგლებში, ევროპულ აუდიოვიზუალურ სექტორზე სტრუქტურული ეფექტების ეფექტიანობას და ახალი საბაზრო შესაძლებლობების დამატებით ღირებულებას
პროეტის გუნდის ორგანიზება (10 ქულა)
  • კრიტერიუმი აფასებს გუნდში როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას საქმიანობის კონკრეტულ მიზნებთან მიმართებით
როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი:
განაცხადის ფორმა და  ყველა მოთხოვნილი საბუთი დანართის სახით ივსება ონლაინ რეჟიმში.

იხილეთ სრული ინფორმაცია