ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - კონფერენცია Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში

კონფერენცია Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში

16.12.2018
10-12 დეკემბერს, გაიმართა კონფერენცია “Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში”. 3 დღიანი ღომნისძიების ფარგლებში შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებმა, პროგრამით დაინტერესებულ პირებსა და პოტენციურ აპლიკანტებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სერბეთის შემოქემდებითი ევროპის დესკის ხელმძღვანელი დიმიტრი ტადისი და უკრაინის დესკის წარმომადგენლები ანა ტურლო, ოქსანა კალინა და ანა იზმაილოვა. ასევე შემოქმედებითი ევროპის მიერ დაფინანსებული ევროპული ქსელის Trans Europe Halles დირექტორი მიეკე რენდერსი.

შეხვედრა სიტყვით გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა; კონფერენციაზე სიტყვა წარმოთქვა ევროპავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარტზელმა ღონისძიებას უძღვებოდნენ შემოქმედებითი ევროპის დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია, მედია ოფისის კოორდინატორი დიანა მაღლაკელიძე, მედია ოფისის მენეჯერი  ლევან ლომჯარია და კულტურის ოფისის მენეჯერი მართა თაბუკაშვილი.


10 დეკემბერს კონფერენციაზე საკუთარი პროექტები წარმოადგინეს 2018 წელს გამარჯვებულმა ბენეფიციარებმა, კულტურის ქვეპროგრამაში: თბილისი არქიტექტურის ბიენალე და BE Museumer; მედია ქვეპროგრამაში: SOFA (კანოაგენტების სკოლა)

11 დეკემბერს გაიმართა კულტურის ქვეპროგრამის სამუშაო დღე. პრეზენტაციის ევროპული ქსელების და პლატფორმების შემდეგ, სერბეთის დესკის ხელმძღვანელმა გააკეთა მოხსენება აუდიტორიის განვითარების შესახებ. კულტურის ქვეპროგრამის ბენეფიციარებმა დაწვრილებით ისაუბრეს საკუთარი პროექტების შესახებ. დღის მეორე ნახევარში გაიმართა პანელ დისკუსია, პროგრამაში მონაწილეობის მიღების და პროექტების განხორციელების სირთულეების შესახებ.

12 დეკემბერი MEDIA ქვეპროგრამას დაეთმო. MEDIA ქვეპროგრამაში გამოცხადებული კონკურსების და მასში მონაწილეობის  პირობების პრეზენტაციის შემდეგ, ქვეპროგრამის ქართველმა ბენეფიციარებმა საკუთარი პროექტები წარმოადგინეს, ისაუბრეს პროექტებისა და პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილების შესახებ. MEDIA ტრენინგებში მონაწილეობის საკუთარის გამოცდილების შესახებ ისაუბრა კინორჟისორმა გიორგი ვარსიმაშვილმა.