ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - კოპროდუქციის ფორუმი When East Meets West 2019

კოპროდუქციის ფორუმი When East Meets West 2019

18.10.2018
კოპროდუქციის ფორუმის When East Meets West 2019 წლის გამოშვება ღიაა განაცხადების მისაღებად. ფორუმი 2019 წლის 20-22 იანვარს იტალიაში, ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება და 39 სხვადასხვა ქვეყნის 450მდე კინოპროფესიონალს გააერთიანებს.

კოპრუდუქციის ფორუმზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ განვითარების ფაზაში მყოფი სრულმეტრაჟიანი ან დოკუმენტური ფილმების პროექტების ავტორებსა და პროდიუსერებს, ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის, ბენელუქსის ქვეყნების ან იტალიასთან კოპროდუქციის პოტენციალით,  ფილმის საერთო ბიუჯეტის 15% უკვე უნდა არსებობდეს.

შერჩეული პროექტები 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი და ყველა არჩეული პროდიუსერი მიიღებს ცოპროდუქციის ფორუმის აკრედიტაციას.

გამარჯვებული პროექტები კი დაჯილდოვდებიან პრიზებით:
  • Film Center Serbia Development Award
  • EAVE scholarship
  • Flow Postproduction Award
  • EWA Network Best Woman Director Award
  • Producers Network Prize
  • Asterisk Visual Marketing Award
  • Bratislava Film Residence Award
კოპროდუქციის ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაციის ფორმა, ასევე თრითმენტი ინგლისურ ენაზე (მაქ. 5-8 გვ.) ფინანსური გეგმა, თიზერი, რეჟისორის წინა ნამუშევრები.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

აპლიკაციის ფორმა იხილეთ: www.wemw.it