ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი - ლიტერატურული თარგმანები

გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი - ლიტერატურული თარგმანები

28.03.2018
გამოცხადდა შემოქმედებითი ევროპის ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის კონკურსი.  დაფინანსების სქემის ბიუჯეტი არის გათვლილი 3.6 მლნ. ევროზე. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 23 მაისი.

2018 წელს გამოცხადდება დაფინანსება 2 კატეგორიაზე: 
I კატეგორიაში შედიან 2 წლიანი პროექტები, რომლის ფარგლებში შესაძლებელია   3-10 ლიტერატურული თარგმანის შესრულება. შემოქმედებითი ევროპის მხრიდან ფინანსდება პროექტის ღირებულების 50 %. პროექტის მაქსიმალური გრანტია 100 000 ევრო.

II კატეგორიის პროექტი ითვალისწინებს 3-10 ლიტერატურულ თარგმანს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელზე უნდა იყოს გათვლილი. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში უნდა ითარგმნოს და გამოიცეს 9-30 ლიტერატურული ნამუშევარი. პროექტის ფარგლებში წლიურად შესაძლებელია 100 000 ევროს მოთხოვნა ან 300 000 ევრო 3 წელიწადზე. შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს პროექტის ღირებულების 50 %.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის პროგრამის ვებ-გვერდზე
 
შეგახსენებთ, რომ შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით 2016-2017 წლებში ქართველი მწერლების ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებები იქნა თარგმნილი:
  • დატო ტურაშვილის  ჯინსების თაობა - ჩეხურ ენაზე
  • აკა მორჩილაძის  მოგზაურობა ყარაბაღში - ხორვატიულ ენაზე
  • ბექა ქურხულის ქალაქი თოვლში -იტალიურ ენაზე