ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - საინფორმაციო ტური რეგიონებში

საინფორმაციო ტური რეგიონებში

12.07.2018
2018 წლის 23-27 ივლისს შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი  საინფორმაციო ტურს გამართავს სამეგრელოში, გურიაში, რაჭასა და იმერეთში.

ტურის ფარგლებში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები კულტურისა და მედიის სფეროს ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ხელოვანებთან.

დაგეგმილი შეხვედრების  ფარგლებში დაწვრილებით ვისაუბრებთ შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მნიშვნელობის შესახებ კულტურისა და აუდიოვიზუალური სფეროს განვითარებაში, პროგრამაში ცალკეული ორგანიზაციების ჩართვის  შესაძლებლობების, პროგრამის პრიორიტეტების, კონკურსებში მონაწილეობის  პირობების, პროექტზე მუშაობის პროცესისა და საკონკურსო განაცხადის წარდგენის წესების  შესახებ.

საინფორმაციო ტურის განრიგი:
  • ზუგდიდი - 2018 წლის 23. ივლისი 12.00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რუსთაველის ქ. 52
  • ოზურგეთი- 2018 წლის 24. ივლისი, 12. 00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი,  ჭავჭავაძის ქ. 14
  • რაჭა, სოფ. ჭყვიში - 2018 წლის 26. ივლისი, 13. 00 საათი, არტელი რაჭა
  • წყალტუბო - 2018 წლის 27. ივლისი, 12. 00 საათი, სასტუმრო პრომეთეს საკონფერენციო დარბაზი, რუსთაველის 11
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:
https://goo.gl/forms/6wSguc3zhpEnlmoG2