ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი 2018 წვდომა ბაზრებზე

გამოცხადდა დაფინანსების კონკურსი 2018 წვდომა ბაზრებზე

18.12.2017
დაფინანსების სქემის მიზანი

ევროპული კინო და აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისთვის ბაზრებთან წვდომის პირობების გაუმჯობესება. ინფორმაციის  წვდომისა და მისი ურთიერთგაზიარების შესაძლებლობების შექმნა და მხარდაჭერა. სხვადასხვა კინობაზრობების, პროფესიული შეხვედრების, ფორუმებისა  და მონაცემთა ბაზის მეშვეობით კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური პროდუქტის  მონაცემთა ბაზის სრულყოფა. ევროპული კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის ონლაინ პლატფორმის შექმნა.


პრიორიტეტები
  • აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის  ამაღლება
  • მონაცემთა ბაზის შექმნა ინდუსტრიული პოტენციალის განვითარების მიზნით
  • ერთობლივი ცოდნის გამოყენების ინიცირება ციფრულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში
  • საერთაშორისო და ევროპულ ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა
  • ხელსაყრელი პირობების შექმნა კოპროდუქციისათვის
  • ხელსაყრელი პირობების შექმნა ევროპული ფილმებისა და აუდიოვიზუალური პროდუქციის გავრცელებისთვის ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე
  • პროფესიონალთა შორის ინფორმაციის წვდომის, მისი გავრცელებისა და გაცვლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

შემოქმედებითი  ევროპის მედია  ქვეპროგრამაში მონაწილე ქვეყნებში არსებულ
  • საჯარო ორგანიზაციები
  • კინო და აუდიოვიზუალური სექტორის კერძო არაკომერციულ ორგანიზაციებს;
  • შემოქმედებით ორგანიზაციებს
  • ფონდებს

​​ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად დაფინანსების სქემაში  მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატ ქვეყნებს, პოტენციურ კანდიდატებს, შვეიცარიის კანტონებს, რომელთაც რომელიმე ზემოთ დასახელებულ ქვეყანასთან ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკრულება აქვთ დადებული.
 
დაფინანსების სქემაში ასევე მონაწილეობენ ევროპის მეზობელი ქვეყნები. ყველა მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს შემოქმედებითი ევროპის  მოთხოვნებს.

სქემა ღიაა  ურთიერთთანამშრომლობისათვის.დაფინანსების სქემამ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური თანამშრომლობა და ერთობლივი აქტივობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან პროგრამის მონაწილეები, მაგრამ თანამშრომლობენ ევროპის საბჭოს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს ორგანიზაციებთან, ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციებთან, UNESCO  და Wordl Intellectual Property ორგანიზაციებთან.

*ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ დაფინანსების მოთხოვნით განაცხადის შეტანა


პროექტის შეფასების კრიტერიუმები
  • პროექტის რელევანტობა და ევროპული განზომილება
  • პროექტის ფორმატი, მიზნობრიობა, სხვა პროექტებთან თანხვედრა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხარისხი
  • პროექტის შედეგებისა და მდგრადობის ხარისხი
  • პროექტში მონაწილეების გამოცდილება და პოტენციალი

ბიუჯეტი - 7,5  მილიონი ევრო

დაფინანსება

მედია ქვეპროგრამაში ჩართულ ქვეყნებში პროექტის ღირებულების 60 %

ევროპის საზღვრებს გარეთ პროექტის ღირებულების 80 %
იხილეთ სრული ინფორმაცია