ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - ჰუბერტ ბალსის ფონდი + ევროპა / HBF+Europe: Minority Co-productions Support

ჰუბერტ ბალსის ფონდი + ევროპა / HBF+Europe: Minority Co-productions Support

23.01.2018
ჰუბერტ ბალსის ფონდმა ევროპელი და არა ევროპელი პროდიუსერებისთვის შეიმუშავა პროგრამა სახელწოდებით ჰუბერტ ბალსის ფონდი + ევროპა / HBF+ Europe.

ეს არის სპეციალური პროგრამა საერთაშორისო კოპროდუქციებისათვის, რომლის მიზანია ევროპელი პროდიუსერების დაინტერესება აფრიკელ, აზიელ,  ლათინურ ამერიკელ, ახლო აღმოსავლელ და აღმოსავლეთ ევროპელ კინემატოგრაფისთებთან  თანამშრომლობით.
ფონდი 52 000 ევროთი დააფინანსებს მხატვრული ფილმების პროექტს, რომლებიც აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებისა და ევროპელი პროდიუსერის ე.წ. Minory კოპროდუქციას წარმოადგენენ.

დაინტერესებულ ევროპელ პროდიუსერებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ My IFFR მეშვეობით  HBF+Europe.

რეგულაციები და დამატებითი ინფორმაცია პროექტის წარდგენის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.iffr.com/HBF