ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - Music moves Europe / მუსიკა ამოძრავებს ევროპას

Music moves Europe / მუსიკა ამოძრავებს ევროპას

21.05.2018

Music Moves Europe - მუსიკა ამოძრავებს ევროპას.

ევროკავშირის ახალი ინიციატივა რომელიც ევროკის მუსიკის სექტორის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. 

მუსიკის სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, სექტორის ახალი მხარდაჭერის მექანიზმის შექმნის საჭიროება. რომელიც დაემატება არსებულ პროგრამებს (შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის პროექტები, პლატფორმები და ქსელები). პროგრამა, შეიმუშავებს მუსიკის სექტორის სპეციფიური სირთულეების და პრობლემების გადაჭრის საშუალებებს.


რატომ არის ეს საჭირო?

მუსიკა არის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგი, რომელიც კარგად ამჟღავნებს ევროპის მრავალფეროვნებას. მუსიკას ასევე ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ევროპის ეკონომიკაში.  მუსიკის სექტორს ყოველწლიურად შემოაქვს 25 ბილიარდი ევრო ევროპის ბიუჯეტში და ასაქმებს მეტ ადამიანს ვიდრე კინო ინდუსტრია.  

თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათვალისწინებით მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები ეძებენ ახალ ბიზნეს მოდელებს. დიგიტალიზაციამ და ონლიან დისტრიბუციის მექანიზმებმა უკვე შეცვალეს შემოსავლის წყაროების არხები, შეცვალეს ბიზნეს მოდელები, რამაც გამოიწვია მუსიკის მოხმარების ახალი ხასიათი. ამ ცვლილებებმა ახალი სირთულეები წარმოქმნა, როგორც თავად სექტორში ასევე მომხმარებლებში.  

დღეს მსმენელი ისმენს მუსიკას ისეთი რაოდენობით როგორც არასდროს, თუმცა მუსიკოსები და პროდიუსერები თვლიან მათი შემოქმედება არ არის სათანადოდ ანაზღაურებული, სხვადასხვა ონლაინდ სტრიმინგ პლატფორმების მოდელების შედეგად. ევროპულ კონტენტს (ამერიკულ და ბრიტანულ მუსიკასთან შედარებით), განსაკუთრებით პატარა ქვეყნებიდან, დიდ სტრიმინგ პლატფორმებზე  აქვს ხილვადობის პრობლემა.
 

პროგრამის მიზანი?

Music Moves Europe - მუსიკა ამოძრავებს ევროპას - მიზანია მუსიკის სექტორის გაძლიერება დიგიტალიზაციის პროცესის გამოყენების გზით და ახალ სირთულეებთან ადაპტირების მექანიზმების შექმნა. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ევროკომისიას უნდა სექტორის ძლიერი მხარეების განვითარება, როგორიცაა შემოქმედებითობა, მრავალფეროვნება და კონკურენტუნარიანობა.

მიზნები:

  • შემოქმდებითობის და ინოვაციურობის განვითარება
  • ევროპის მუსიკის მრავალფეროვნების დაცვა და გავრცელება
  • სექტორის დიგიტალიზაციასთან ადაპტირებაში ხელშეწყობა
იმისათვის რომ გამოიკვლიოს არსებული სირთულეები ევროკომისია აპირებს გააძლიეროს დიალოგი სექტორთან. რაც დაეხმარება მომავალში ევროკავშირის ახალი პროგრამების შექმნას (შესაძლებელი გახდეს მუსიკის სექტორისთვის 2020 წლის შემდგომ მიზნობრივი დაფინანსება)
 

ევროპული მუსიკის მრავალფეროვნების და ტალანტის მხარდაჭერის აქტივობა

2018 წლის 14 თებერვალს გაიმართა მოსამზადებელი სამუშაოების ოფიციალური წარდგენა. ღონისძიბას ესწრებოდნენ მუსიკუს სექტორის პროფესიონალები, ხოლო ღონისძიება წარმართა ევროკომისარმა ბატონმა ტიბორ ნავრაჩიჩმა. მოსამზადებელი სამუშაოების მიზანია სხვადასხვა საპილოტე ღონისძიებების მეშვეობით, მხარდაჭერის მექანიზმის შექმნა მუსიკის სექტორისთვის, რომელიც მომავალში შესაძლოა გახდეს პოსტ-2020 ევროკავშირის პროგრამების ნაწილი.
 

მოსამზადებელი სამუშაოების 4 მიზანი:

  • არსებული ბაზრის ტრენდების უკეთესი გააზრება და მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება, ამასთან მუსიკის დაფინანსების საჭიროებების ინდენტიფიცირება.
  • ისეთი ინოვაციური და სიცოცხლისუნარიანი დისტრიბუციის მექანიზმების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროპული მუსიკის მრავალფეროვნებას (არამხოლოს საერთაშორისი ხიტების, არამედ ადგილობრივი მუსიკალური ნაწარმოების ცირკულაცია)
  • მუსიკოსების მობილობის ხელშეწყობა საზღვრებს შორის, სექტორათაშორისი სატრენინგო ინიციატივების მეშვეობით
  • საერთაშორისო ბაზარზე ევროპული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით  სტრატეგიული მიმართულების შემუშავება
 
აღნიშნულის მისაღწევად ევროკავშირი გამოაცხადებს სხვადასხვა ღია კონკურსებს და ტენდერებს.
 
ამჟამათ არის გამოცხადებული 2 ღია კონკურის: