ევროპული ქსელები
გაწევრიანება კულტურის და შემოქმედებითი სექტორის ევროპულ ქსელებში არის პოტენციური პარტნიორების მოძიების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
*ამ ორგანიზაციების/ქსელების ნაწილს მიუღია ან იღებენ დაფინანსებას შემოქმედებითი ევროპის ან ევროკავშირის კულტურის და MEDIA პროგრამებიდან 2007-2013 წლებში.
არქიტექტურა
Architects’ Council of Europe*
ეს ევროპული ორგანიზაცია წარმოადგენს არქიტექტურულ პროფესიას ევროპულ დონეზე. მისი სათავო ოფისი და სამდივნო მდებაორეობს ბრიუსელში. ევროპის არქიტექტორთა საბჭო მონიტორინგს უწევს ევრკავშირის დონეზე განვითარების პროცესებს, ცდილობს გავლენა იქონიოს სივრცეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ევროკავშირის პოლიტიკასა და კანონმდებლობას, რომლებიც თავის მხრივ ზემოქმედებენ არქიტექტურულ პრაქტიკასა და მშენებელობითი/სამშენებლო გარემოს ზოგად ხარისხსა და მდგრად განვითარებაზე.
European Association for Architectural Education
ეს არის საერთაშორისო არაკომერციული ასოციაცია, რომელიც მუშაობს ხალხისა და იდეების გაცვლაზე განათლებისა და კვლევის მიმართულებით არქიტექტურის სფეროში. მისი მიზანია, გააუმჯობესოს საბაზისო ცოდნა და არქიტექტურული და ურბანული დიზაინის განათლების ხარისხი.
აუდიტორია და მონაწილეობა
Audiences Europe Network არის ქსელი კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის. ქსელი მათ საშუალებას აძლევს ისაუბრონ თავიანთ აუდიტორიებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ კულტურათაშორის კავშირების დამყარებას და გაძლიერებას
European Network for Active Participation in Cultural Activities (AMATEO)* ეხმარება ეროვნულ და რეგიონალურ ორანიზაციებს ინსტიტუციურ განვითარებაში თავიანთი აქტივობების ინტერნაციონალიზაციის მიზნით. ეს ქსელი არის მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ კულტურულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა საყოველთაოდ უკეთ უნდა იყოს ცნობილი ხელოვნების, საზოგადოებისა და ინდივიდებისთვის მისი მნიშვნელობის საჩვენებლად; აღიარებული უნდა იყოს, რომ ის იმსახურებს ეროვნული და ევროკავშირის ინსტიტუციების მხარდაჭერას; წახალისებული უნდა იყოს ბიუროკრატიული წინაღობების შემცირებით.
კულტურის პოლიტიკა და კვლევები
Culture Action Europe* - ადვოკატირების და ლობირების ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ხელოვნებას და კულტურას გახდეს ევროპული პროექტის ქვაკუთხედი. მისი მიზანია, მოახდინოს გავლენა ევროპის პოლიტიკაზე მეტი და უკეთესი წვდომისთვის კონტინენტის ფარგლებში და მის გარეთაც.
Culturelink - კულტურულ განვითარებაში კვლევებისა და თანამშრომლობის კავშირების ქსელი, რომელიც დაფუძნდა იუნესკოს და ევროპის საბჭოს მიერ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ორგანიზაცია ფუნქციონირებს როგორც პლატფორმა კულტურული განვითარების, კულტურის პოლიტიკისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის კვლევებითვის.
EUNIC* არის ევროპული კულტურის ეროვნული ინსტიტუტების ქსელი. 2006 წელს დაარსებსებული ორგანიზაცია არის ლიდერი კულტურული თანამშრომლობის სფეროში. ქსელს მართავს 33 წევრი 27 ქვეყნიდან და 90 სხვადასხვა კლასტერი, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით. EUNIC-ის მისია არის კულტურის როლის გაზრდა ევროპაში, კულტურული დიალოგის და მდგრადი თანამშრომლობის გაძლიერება სხვა ქვეყნებთან.
European Institute for Progressive Cultural Policies - ორიენტირებულია კულტურის სფეროში კავშირების გაძლიერებაზე. აქტივობები მოიცავს კულტურული ინდეტობისა და წარმომადგენლობის შესახებ არსებული ჰეგემონური კონსერვატორული გადმოცემის წინააღმდეგ ახალი საჯარო სფეროების შექმნას, დემოკრატიული პოლიტიკის განხილვებში კულტურული პოლიტიკის ხარვეზების ეფექტიურად ჩართვას და სანიმუშო სახელოვნო პრაქტიკის განვითარებას.
Compendium - ევროსაბჭოს და შედარებითი ხელოვნების კვლევის ევროპული ინსტიტუტის პროექტი “Compendium of Cultural Policies and Trends in Europe”, არის ონლაინ პლატფორმა ევროპის ეროვნული კულტურული პოლიტიკის რეგულარულად განახლებადი საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ისახავს 50 წევრი ქვეყნის ჩართვას, რომლებიც ეწევიან თანამშრომლობას ევროპული კულტურის კონვენციის ფარგლებში.
European Cultural Foundation - აქტივობების, გრანტების, ადვოკატირების, გამოქვეყნებების და ციფრული წარმომადგენლობის მეშვეობით აკავშირებს პოლიტიკას და პრაქტიკას, რათა მოახდინოს კულტურული გაცვლის და შემოქმედებითი გამოხატვის ევროპის მასშტაბით ინიცირება და მხარდაჭერა. ის იზიარებს ევროპის კულტურის სექტორის ცოდნას და მხარს უჭერს ხელოვნების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში პოლიტიკის ყველა დონეზე.
European Network of Cultural Centres (ENCC)* - წარმოადგენს 300 კულტურულ ცენტრს. ის მხარს უჭერს და ეხმარება მის წევრებს მათი მიზნების მიღწევაში ქსელების შექმნის მეშვეობით და წახალისებით ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობაში.
Trans Europe Halles (TEH)* - არის ევროპაში დაფუძნებული კულტურული ცენტრების ქსელი, რომელიც შედგენილია მოქალაქეებისა და ხელოვანების მიერ. მასში თავმოყრილია კულტურის 90-ზე მეტი მრავალპროფილური ცენტრუ და სხვა კულტური ორგანიზაციები მთელი ევროპიდან. მისი მისიაა არასამთავრობო კულტურული ცენტრების მდგრადი განვითარების გაძლიერება და ახალი ინიციატივების წახალისება, მათი დაკავშირებით, მხარდაჭერით და პოპულარიზაციით. TEH ამსუბუქებს საერთაშორისო თანამშრომლობას, სთავაზობს სწავლისა და გაზიარების ვარიანტებს და ხელს უწყობს ხელოვნების და კულტურის პრაქტიკის, გავლენის და ღირებულების გაძლიერებას.
ცეკვა
European Dancehouse Network (EDN)* - არის ნდობისა და კოოპერაციის ქსელი ევროპულ ცეკვის სახლებს შორის, რომლებიც იზიარებენ საერთო ხედვას საცეკვაო ხელვნების განვითარებასთან დაკავშირებით. მისი მიზანია დაიცვას ცეკვის სექტორის განვითარებადი მომავალი და გააუმჯობესოს საზოგადოების დამოკიდებულება მრაფალფეროვანი ცეკვისადმი.
Life Long Burning (LLB)* - პროექტი, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ევროპული ცეკვისა და საშემსრულებლო სფეროს განვითარების მხარდაჭერას და მისი აუდიტორიის გაფართოებას.
RESEO – European Network for Opera and Dance Education* - საოპერო და ცეკვის სფეროში განათლების, მონაწილეობისა და კრეატიული შემეცნების ევროპული ქსელი.
დიზაინი
Art Directors Club of Europe (ADC*E)* - არის სამხატვრო და სარეკლამო გაფორმების ორგანიზაცია, რომელიც ქმნის საერთაშორისო საზოგადოების შეკრებებს ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში და ყოველწლიურად აწყობს დაჯილდოებებს საუკეთესო ევროპული დიზაინისა და სარეკლამო ინდუსტრიისთვის.
ციფრული
The GÉANT Association - არის კოლაბორაციული ქსელი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურასა და მომსახურებას კვლევისა და განათლების სარგებლობისთვის, ეხმარება ევროპის ეკონომიკურ ზრდას და კონკურენტუნარიანობას. ასოციაციას მართავს მუდმივი გუნდი, ის მოიცავს 36 ეროვნულ წევრს, რომლებიც არიან ევროპული ეროვნული კვლევისა და განათლების ქსელის (European national research and education network (NREN) ორგანიზაციები და ერთი წარმომადგენელი წევრი NORDUnet-იდან, რომელიც მონაწილეობს ხუთი Nordic NRENs-ის სახელით.
ევროპული ქალაქები და რეგიონები
Banlieues d’Europe - კულტურული და არტისტული ინოვაციების რესურს-ცენტრი ევროპაში, რომელიც აერთიანებს 118 საერთაშორისო და 7500 ევროპელ აქტიურ პარტნიორს. ქსელი შედგება მსახიობების, მხატვრების, მებრძოლების, ადგილობრივი საბჭოს წევრების, მკვლევარებისა და სოციალური მუშაკებისგან. მათი ერთობლივი მიზანია პრაქტიკისა და ინფორმაციის გაცვლა და იზოლაციიდან გამოსვლა კულტურული პროექტების ფასების სტაბილიზაციისთვის ღარიბ უბნებში გარიყული საზოგადოებისთვის.
EUROCITIES - მსხვილი ევროპული ქალაქების ქსელი აერთიანებს ადგილობრივ და მუნიციპალურ მთავრობებს 130 უმსხვილესი და 40 პარტნიორი ქალაქიდან ევროპაში, რომლებიც 35 ქვეყნის მასშტაბით მართავენ 130 მილიონ მოქალაქეს. ქსელი დაარსდა 1986 წელს 6 ქალაქის (ბარსელონა, ბრიუსელი, ბირმინგჰემი, ფრანკფურტი, ლიონი, მილანი, როტერდამი) მერის მიერ. 6 თემატური ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების დიდი არჩევანით, პროექტებით, რონისძიებებითა და აქტივობებით, ქსელი თავის წევრებს სთავაზობს იდებიის გაცვლისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას. მას გავლენა აქვს და მუშაობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან საერთო საკითხებზე, რომლებიც აისახება ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
Les Rencontres* - ევროპული ქალაქებისა და რეგიონების ასოციაცია კულტურისთვის, რომელიც დაარსდა 1994 წელს და აერთიანებს 112 წევრს 25 ქვეყნიდან ევროპაში და მის მიღმა. მისი წარმომადგენლობა და დარგთაშორისი ქსელი შესაძლებელს ხდის დებატებს, პრაქტიკის გაცვლასა და თანამშრომლობას ლოკალურ და რეგიონულ ექსპერტებს, კულტურის სფეროს პროფესიონალებს, ხელოვნებს, პოლიტიკოსებსა და ტენდენციების მკვლევარებს შორის მთელი ევროპის მასშტაბით. არჩეულ ლიდერებს საშუალებას აძლევს იმუშაონ ადგილობრივ კულტურულ პოლიტიკაზე და შექმნან ერთობლივი პროექტები ევროპის ფარგლებში. მისი მიზანია მეტი ხოლვადობა მისცეს და გავლენა იქონიოს შემუშავებულ ინოვაციურ პოლიტიკასა და პროექტებზე.
ფესტივალები
European Festivals Association (EFA)* - ევროპისა და მის მიღმა ფესტივალების ქოლგის ტიპის ორგანიზაცია. ერთ-ერთი უძველესი კულტურლი ქსელი ევროპაში, რომელიც 1952 წელს დაარსდა ჟენევაში, შვეიცარიაში ცნობილი დირიჟორის იგორ მარკევიჩისა და ფილოსოფოსი დენი დე რუჟმონის ერთობლივი ინიციატივით. დაარსების დღიდან ასოციაცია 15 ფესტივალიდან გადაიზარდა დინამიკურ ქსელში, რომელიც წარმოადგენს დაახლოებით 100 მუსიკალურ, ცეკვის, თეატრისა და მრავალპროფილიან ფესტივალს, ეროვნულ საფესტივალო ასოციაციებსა და კულტურულ ორგანიზაციებს 40 ქვეყნიდან.
Yourope – The European Festival Association - ასოციაციის წევრები მუშაობენ ევროპული ფესტივალების სამუშაო პირობების გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების, გარემოს საკითხებში ინფორმირების, ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლისა და ცოცხალი მუსიკის ერთაშორისი გაცვლა-გამოცვლის მიმართულებით.
European Forum of Worldwide Music Festivals (EFWMF) - ფესტივალების ქსელი, რომელიც მიმართულია მსოფლიო მუსიკისა და ადგილობრივი კულტურის სფეროსკენ. მთავარი ფოკუსი არის არტისტული. ინტერაქცია და თანამშრომლობა წევრებს შორის ძირითადი საქმიანობაა. ქსელი მიზნად ისახავს არაევროპულ ღონისძიებებთან, ფესტივალებსა და ქსელებთან დაკავშირებას მუსიკის სზოგადოების ფარგლებში. ის აერთიანებს 45 მრავალფეროვან ევროპულ და მსოფლიო მუსიკალურ ფესტივალს. მისი ინიცაიტივთ შეიქმნა მსოფლიო მასშტაბის მუსიკალური გამოფენები WOMEX და STRICTLY MUNDIAL.
European Talent Exchange Programme (ETEP) - ამ პროგრამას Eurosonic Noorderslag 2003 წლიდან უწევს ორგანიზებას და ამ წლიდან მთლიანობაში 1970 წარმოდგენა გაიმართა 26 ქვეყნიდან 708 ევროპელი ხელოვნის მიერ 81 ფესტივალზე 2013 წლის ჩათვლით 25 საჯარო რადიო სადგურთან გაერთიანებითა და საერთაშორისო მუსიკის პრესის მხარდაჭერით. პროგრამა Eurosonic Noorderslag-ს არტისტებს ეხმარება საზღვრების მიღმა გასვლასა და ევროპული და საერთასორისო კარიერის შექმნაში.
კინო და მედია
Association of European Film Archives and Cinémathèques – 40 ეროვნული და რეგიონული კინო-არქივისა და სინემატიკის გაერთიანება ევროპაში. მისი მიზანია დაიცვას და განავითაროს ევროპის კინომემკვიდრეობა, გაზარდოს ხილვადობა და ხელმისაწვდომობა მომავალი თაობებისთვის.
Europa Cinemas* - კინოსა და თეატრის პირველი ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია ევროპულ ფილმებზე. მიზნად ისახავს ოპერირებისა და ფინანსური მხარდაჭერის მიწოდებას კინოთეატრებისთვის, რომლებიც ეკრანიზაციას უკეთებენ ევროპული არაროვნული ფილმების მნიშვნელოვან რაოდენობას, სთავაზობს ღონისძიებებსა და ინიციატივებს, ასევე აქტივობებს ახალგაზრდა აუდიტორიისათვის.
Europa Distribution* - დამოუკიდებელ კინოდისტრიბუტორთა ასოციაცია 140-ზე მეტი წევრით, რომლებიც 28 ქვეყანას წარმოადგენს ევროპის მასშტაბით და მის მიღმა. ის მოქმედებს როგორც ამ სფეროს ხმა, ქსელი და ანალიტიკური ინსტიტუტი.
European Children's Film Association (ECFA)* - ორგანიზაცია მათთვის ვინც დაინტერესებულია მაღალხარისხიანი ფილმებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. კინორეჟისორების, პროდიუსერების, დისტრიბუტორების, გამოფენების, სატელევიზიო პროგრამების და ფესტივალების ორგანიზატორების, კინოს სფეროს პედაგოგებისათვის. ამჟამად ასოციაცია მოიცავს 60-ზე მეტ წევრს 23 სხვადასხვა ქვეყნიდან.
European Documentary Network (EDN)* - გლობალური ქსელი პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ კინოსა და ტელევიზიის სფეროში. 60-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 1000 წევრით ორგანიზაცია ღიაა როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი კინორეჟისორებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ქსელი მსურველებს უწევს დოკუმენტალურ კონსულტაციას და აძლევს შესაძლო დაფინანსების, განვითარების, თანაწარმოების, დისტრიბუციისა და თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას.
European Film Agency Directors Association (EFADs) - ასოციაციის მიზანია უზრუნველყოს განვითარების ხელშემწყობი გარემოს არსებობა ევროპული პოლიტიკისთვის, რომელიც მხარს უჭერს აუდიოვიზუალურ და კინემატოგრაფიულ შემოქმედებითობას ევროპაში და ევროპული ნამუშევრების ეფექტური დისტრიბუციის გარანტიას იძლევა ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.
European Film Gateway - ეს პორტალი სწრაფი წვდომის საშუალებას იძლევა ფილმების ასობით და ათასობით ისტორიულ დოკუმენტზე, რომლებიც ინახება ევროპული ფილმის არქივებში: ფოტოები, პლაკატები, პროგრამები, საცენზურო დოკუმენტები, პერიოდული გამოცემები, იშვიათი, განსაკუთრებული და დოკუმენტური ფილმები, ქრონიკები და სხვა მასალები. სამეცნიერო მკველავერებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს ევროპის კინორეჟისურასა და მის სცენის მიღმა მოვლენებზე თვალის შევლებას ადრეული წლებიდან დღემდე.
Federation of European Film Directors (FERA) - ფედერაცია წარმოადგენს რეჟისორებს, როგორც აუდიოვიზუალური ნამუშევრების საწყის შემქმნელებს და მუშაობს, რომ გაზარდოს ამ სფეროს კულტურული მნიშვნელობის ცნობადობა.
Filming Europe (EUFCN)* - არაკომერციული ასოციაცია, რომელიც მხარს უჭერს ფილმის ევროპულ ინდუსტრიასა და კულტურას. მისი მიზანია შექმნას ყველაზე აქტიური ევროპული ფილმის კომისიების ქსელი, ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას წევრებს შორის, განავითაროს ადგილების ძებნისა და გადაღებების შესაძლებლობა, ჩაატაროს პროფესიონალური და საგანმანათლებლო აქტივობები მისი წევრებისთვის.
ინტერდისციპლინარული
FOAM - ხელოვნებას, მეცნიერებას, ბუნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული კულტურული ლაბების ქსელი.
ბიბლიოთეკები
European Library - დამოუკიდებელი არაკომერციული საბიბლიოთეკო მომსახურების ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერენ CENL, LIBER და CERL. ბიბლიოთეკა მუშაობს მთელი კონტინენტის ბიბლიოთეკების გაძლიერებისა და მხარდაჭერის კუთხით. წევრი ბიბლიოთეკები სარგებლობენ ძლიერი, დაბალფასიანი გაერთიანებული სტრუქტურით, რომელიც მათ წვდომას აძლევს უფრო დიდ ციფრულ რესურსებსა და ბიბლიოგრაფულ ჩანაწერებზე. ის აგროვებს, ამდიდრებს და ინოვაციებს ნერგავს ბიბლიოთეკათა მონაცემებითა და მხარდაჭერით მათი მაქსიმალური გავრცელებისთვის.
The European Bureau of Library, Information and Documentation Associations არის ბიბლიოთეკების, ინფორმაციის, დოკუმენტაციის, არქივის ასოციაციათა და ინსტიტუტთა დამოუკიდებელი ქოლგის ტიპის ასოციაცია ევროპაში.
ლიტერატურა
Eurozine*- ევროპული კულტურის ჟურნალთა ეს ქსელი აკავშირებს 80-ზე მეტ პარტნიორ ჟურნალს და ასოცირებულ ინსტიტუციებს ახლოს მდებარე ყველა ევროპული ქვეყნებიდან. Eurozine არის ასევე ონლაინ ჟურნალი, რომელიც თარგმნის და აქვეყნებს პარტნიორების სტატიებს.
Federation of European Publishers (FEP) - ევროკავშირის წიგნის გამომცემელთა ასოციაციის დამოუკიდებელი, არაკომერციული ქოლგის ტიპის ასოციაცია. FEP წარმოადგენს წიგნის გამომცემელთა 28 ეროვნულ ასოციაციას ევროკავშირიდან და ევროპული ეკონომიკური ზონიდან.
European Booksellers Federation - ევროპული არაკომერციული ქოლგის ტიპის ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს წიგნების გამყიდველებს ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში.
European Publishers Council (EPC) - მეთვალყურეობს და პასუხს სცემს ევროკავშირის კანონისა და რეგულაციის ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელმაც შეიძლება ეფექტი იქონიოს მედია ინდუსტრიაზე. EPC-ს მიზანია ევროპის მედის ეკონომიის მდგრადობა და ზრდა ბეჭდურ, მაუწყებელ და ონლაინ სახეობებში და ევროკავშირში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის დაცვა.
European Writer Congresses - ბრიუსელში მდებარე ევროპელ მწერალთა კონგრესი(EWC) არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ცალკეულ მწერლებს მთელი ევროპიდან. 60 000-იანი ჯგუფი მოიცავს მწერლებს 30 ევროპულ ქვეყანაში მდებარე 58 წევრი ორგანიზაციიდან.
European Writers’ Council - მხარს უჭერს ევროკავშირში ლიტერატურის გავრცელებას და მის ავტორებს, იმავდროულად წვლილის შეტანით დებატებში ევროკავშირის მზარდ შემოქმედის როლის, კულტურის და კულტურული პოლიტიკის ირგვლივ. წევრები შეადგენენ 150,000 ავტორს, რომლებიც წერენ ყველა ჟანრში და 40 ენაზე.
PEN International - დაფუძნებულია იმისთვის, რომ გააერთიანოს საკუთარი კულტურისგან, ენისა და პოლიტიკური ხედვისგან დამოუკიდებელი მწერლები, PEN International არის მსოფლიოს მოწინავე ასოციაცია მწერლებისა, რომლებიც მუშაობენ ლიტერატურის და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად მთელს მსოფლიოში.
Federation for European Storytelling (FEST)*- თხრობის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების და ასოციაციების ევროპული ქსელი.
მობილობა
On the Move (OTM) - კულტურული მოძრაობის საინფორმაციო ქსელი 35-ზე მეტი წევრით 20 ქვეყნიდან ევროპიდან და მის მიღმა. მისი მიზანია წაახალისოს და უზრუნველყოს საზღვრებს გარეთ მობილობა და თანამშრომლობა.
Pépinières européennes pour jeunes artistes - მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვანთა მობილობასა და მათ მუშაობას.
მუზეუმები და მემკვიდრეობა
Association of Cultural Encounter Centres (ACCR) - ასოციაცია დაარსდა 1972 წელს და აერთიანებს 22 წევრს საფრანგეთში და 22-ს ევროპაში, ასევე სხვა ტერიტორიებს (კანადა, ბრაზილია, ავსტრალია). მისი სახელწოდება ხაზს უსვამს პროექტებს, რომლებიც არის არტისტული, კულტურული ან ინტელექტუალური, რომელბზეც ისინი ერთობლივი ძალისხმევით მუშაობენ.
Association of European Open Air Museums (AEOM) – ასოციაციის მიზანია მეცნიერული, ტექნიკური, პრაქტიკული და ორგანიზაციული გამოცდილების გაცვლა, რომელიც უკავშირდება ღია მუზეუმებს და ზოგადად ღია ცის ქვეშ მყოფი მუზეუმების აქტივობების ხელშეწყობა. AEOM არის ICOM - International Council of Museums-ის (მუზეუმბის საერთაშორისო საბჭო) შვილობილი ასოციაცია.
Association of European Royal Residences (ARRE) - ჩამოყალიბებულია ინსტიტუტებით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სასახლე-მუზეუმებზე. მისი მიზანია გააუმჯობესოს და მართოს ევროპული სამეფო რეზიდენციების ქსელი გამოცდილების გაზიარებითა და საწვრთნელი აქტივობებით, ასევე თანამშრომლობითი, ხელშემწყობი, თანაწარმოებისა და თანარედაქტირებადი პროექტებით.
Europa Nostra* - აჯილდოებს კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მიღწევებს ევროკავშირის პრიზით Cultural Heritage/Europa Nostra Awards. ის გამოდის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეების წინააღმდეგ და ლობირებს კულტურული მემკვიდრეობის ევროპის პრიორიტეტად ქცევას.
European Forum of Heritage Associations - ასოციაცია ცნობიერებას ზრდის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არაპროფესიონალური სამყაროსთვის ქსელის შექმნით არქეოლოგიის სფეროში, და ინდივიდუალური წევრებისთვის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ორგანიზებით, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის, რათა წაახალისოს ისინი, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კვლევებში, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მხარდაჭერაში.
European Museum Forum - არაკომერციულო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ევროპის მუზეუმების სტანდარტის ამაღლებაზე და ამ სფეროში წარმატებას აღნიშნავს კონფერენციებით, პარტნიორობის შესაძლებლობებით და ყოველწლიურად წლის ევროპული მუზეუმების დაჯილდოებით.
Network of European Museum Organisations (NEMO)* - ეროვნული მუზეუმების ორგანიზაციათა დამოუკიდებელი ქსელი, რომელიც წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუზეუმების საზოგადოებას. იგი 30000 მუზეუმს აერთიანებს ევროპის მასშტაბით. ქსელი მუზეუმთა მუშაობის მხარდაჭერითა და დაფასებით, ასევე მუზეუმებისთვის ინფორმაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების მიწოდებით ხაზს უსვამს, რომ მუზეუმები არის ევროპული ცხოვრების არსებითი ნაწილი.
European Route of Industrial Heritage (ERIH)* - ევვროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ტურისტული ინფორმაციის ქსელი, რომელიც ამჟამად 1000-ზე მეტ ქალაქსა და 44 ქვეყანას წარმოადგენს ევროპაში.
Future for Religious Heritage* - ორგანიზაცია აერთიანებს მათ, ვინც მუშაობს რელიგიური მემკვიდრეობის დაცვაზე ევროპის მასშტაბით. მისი წევრები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები, მთავრობები, რელიგიური და საუნივერსიტეტო დეპარტამენტები.
მუსიკა
European Choral Association - Europa Cantat* - გუნდური შემოქმდების სფეროში ორგანიზაციების, გუნდების და ადამიანების ეს ევროპული ქსელი სთავაზობს აქტივობებს ყველა დონის გუნდებს, ახალგაზრდა მომღერლებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს და მენეჯერებს ევროპიდან და არა მარტო. როგორც ყველაზე დიდი გუნდური ორგანიზაცია ევროპაში, ის აერთიანებს ყველა ასაკის 2,5 მილიონზე მეტ მომღერალს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
European Union Baroque Orchestra (EUBO)* - 1985 წელს დაარსების შემდეგ EUBO ზრდის და ეხმარება ბაროკოს მუსიკის ახალგარდა შემსრულებლებს, რომლებიც იმყოფებიან რთულ გარდამავალ პროცესში კონსერვატორიაში სწავლასა და პროფესიულ მუსიკას შორის.
European Concert Hall Organisation (ECHO) - არის ქსელი, რომელიც აერთიანებს ევროპაში მსხვილი საკონცერტო დარბაზების უმეტესობას პროფესიული გაცვლისთვის, საერთო აზრების ჩამოყალიბებისა და საერთო წამოწყებების ინიცირებისთვის.
Europe Jazz Network (EJN)* - არის მთელს ევროპაში გავრცელებული პროდიუსერების, პრეზენტატორების და დამხმარე ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც სპეციალიზდება ევროპული ხედვით შექმნილ შემოქმედებით მუსიკაში, თანამედროვე ჯაზში და იმპროვიზებულ მუსიკაში. წევრები ითვლიან 100-ზე მეტ ორგანიზაციას (ფესტივალები, კლუბები, საკონცერტო დარბაზები, დამოუკიდებელი დამფუძნებლები, ეროვნული ორგანიზაციები) 31 ქვეყანაში.
European Conference of Promoters of New Music (ECPNM) - ორგანიზაციების ევროპული კავშირი, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე მუსიკის ხელშეწყობით, განსაკუთრებით 1950 წლის შემდეგ დაწერილი მუსიკით.
The European Music Council* - რეგიონული ჯგუფი, არის ქოლგის ტიპის ორგანიზაცია ევროპაში მუსიკალური ცხოვრებისთვის. ეს არის პლატფორმა ეროვნული მუსიკის საბჭოებისთვის და მუსიკის სხვადასხვა სფეროებში ჩართული ორგანიზაციებისთვის ევროპის მრავალ ქვეყენაში.
European Talent Exchange Programme (ETEP)* - არის ფონდის Noorderslag წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ფესტივალებში, მედიასა და რადიოში ევროპული აქტების მიმოსვლის სტიმულირებას.
European Union of Music Competitions for Youth (EMCY)* - არის ეროვნული და საერთაშორისო მუსიკალური შეჯიბრებების ქსელი ახალგაზრებისთვის მთელი ევროპიდან.
Association Européenne des Conservatoires, Académies de Musique et Musikhochschulen (AEC)* - არის ევროპული კულტურული და საგანმანათლებლო ქსელი 300-ზე მეტი წევრი დაწესებულებით პროფესიული მუსიკისთვის 57 ქვეყანაში.
European Composer and Songwriter Alliance (ECSA)* - პროფესიული ალიანსი, რომელიც შედგება კომპოზიტორების 40 ასოციაციისგან მთელი ევროპიდან. მისი მიზანია ნებისმიერი კანონიერი საშუალებებით გაუწიოს მხარდაჭერა მუსიკის ავტორებს ეროვნულ, ევროპის და საერთაშორისო დონეებზე. ECSA უზრუნველყოფს სამართლიან კომერციულ პირობებს კომპოზიტორებისთვის და ცდილობს გააუმჯობესოს ევროპაში მუსიკის შექმნის სოციალური და ეკონომიკური განვითარება.
Réseau Européen de Musique Ancienne (REMA)* - ევროპული ადრეული მუსიკის ქსელი, რომელშიც თავმოყრილია ადრეული მუსიკის 60 ორგანიზაცია 21 ქვეყნიდან. მისი მიზანია ადრეული მუსიკის როლის გაზრდა და წევრებს შორის გამოცდილების გაზიარება.
International Music + Media Centre (IMZ )* - არის 150 კომპანიის მომცველი გლობალური ქსელი, რომელიც აკავშირებს საშემსრულებლო ხელოვნების შემქმნელების - სპექტაკლების, საცეკვაო კომპანიების, ოპერების და საკონცერტო სახლების - ფილმის და ტელე პროდუქციის, საზოგადო და კერძო მაუწყებლობის მეშვეობით.
Live DMA* არის ქსელი, რომელიც მუშაობს ცოცხალი მუსიკის სექტორის მხარდასაჭერად და ხელშესაწყობად. 13 ქვეყანაში მდებარე 17 წევრი წარმოადგენენ ცოცხალი მუსიკის რეგიონულ და ეროვნულ ასოციაციებს, რომლებიც საერთო ჯამში წარმოადგენენ 2,500-ზე მეტ მუსიკალურ დაწესებულებასა და ფესტივალს მთელი ევროპის ტეროტორიაზე.
საშემსრულებლო ხელოვნება
New European Theatre Action (NETA)* - თეატრებისა და ფესტივალების ქსელი, რომელიც ეხმარება თეატრსა და საშემსრულებლო ხელოვნებას, მხარს უჭერს უნარების გაცვლასა და პრაქტიკის მიღებას. მისი მიზანია განავითაროს თეატრი და კულტურა გლობალურ დონეზე.
European Network of Information Centres for the Performing Arts (ENICPA) - ევროპელი სპეციალისტების ქსელი საშემსრულებლო ხელოვნების ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და კოლექციის სფეროში.
International Network for Contemporary Performing Arts (IETM)* - საწევრო ორგანიზაცია, რომელიც არსებობს ხარისხის, განვითარებისა და თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების კონტექსტების სტიმულაციისთვის გლობალურ გარემოში.
European Theatre Convention (ETC)* - ევროპული საჯარო თეატრების ქსელი, რომელიც 1998 წელს დაარსდა და ეხმარება თანამედროვე დრამის თეატრს, მხარს უჭერს მსახიობების მობილობას და ევროოპის ფარგლებსა და მის მიღმა ხელს უწყობს არტისტულ გაცვლა-გამოცვლას.
Union of Theatres of Europe (UTE)* - თეატრებისა და არტისტების ევროპული ქსელი, რომლის მიზანია საერთასორისო და ტრანსნაციონალური არტისტული თანამშრომლობის ხელშეწყობა ევროპის ფარგლებში და მის მიღმა.
Performing Arts Employers Associations League Europe (PEARLE) - საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციათა ევროპული სავაჭრო ფედერაცია, რომელიც წარმოადგენს 4500-ზე მეტ თეატრს, თეატრალური პროდუქციის კომპანიას, ორკესტრს, მუსიკალურ ანსამბლს, ოპერის სახლს, ბალეტისა და ცეკვის კომპანიას, ფესტივალსა და სხვა ორგანიზაციებს საშემსრულებლო ხელოვნების სექტორში ევროპის მასშტაბით.
Life Long Burning (LLB)* - პროექტი, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ევროპული ცეკვისა და საშემსრულებლო სფეროს განვითარების მხარდაჭერას და მისი აუდიტორიის გაფართოებას.
Circostrada* - ქუჩის ხელოვნებისა და თანამედროვე ცირკის ევროპული ქსელი, რომელიც მუშაობს ინფორმაციის, დაკვირვებისა და პროფესიული გაცვლა-გამოცვლის კუთხით.
ტრენინგები და განათლება
ვიზუალური ხელოვნება
Réseau Art Nouveau Network* დაარსებულია სხვადახვა ევროპული ქალაქის ინსტიტუტთა მსხვილი ჯგუფის მიერ თანამედროვე ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის საფუძველზე. ქსელის მიზანია პროფესიონალთა ინფორმირება და საზოგადოების ზოგადი ცნობიერების უზრუნველყოფა კულტურულ მნიშვნელობასა და თანამედროვე ხელოვნების ევროპულ მოცულობაზე.
ახალგაზრდობა
Jeunesses Musicales International (JMI)* - მუსიკის ახალგაზრდული ქსელი, რომლის მიზანია ახალგზარდა მუსიკოსთა, აუდიტორიათა, ორკესტრებისა და ანსამბლების გაძლიერება და მხარდაჭერა.
Association pour la Biennale des Jeunes Créateurs de l’Europe et de la Méditerranée (BJCEM)* - ასოციაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდების შემოქმედებისა და კრეატიულობის მხარდაჭერა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებით, რომ აწარმოონ და წარმოადგინონ ხელოვნებისა და შემოქმედების ყველა სფეროში. ასოციაცია ორგანიზებას უწევს Mediterranea 17-ს, Young Artists Biennial-ს, მრავაპროფილიან ღონისძიებას, სადაც იწვევენ ახალგაზრდა ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნებიდან თავიანთი ნამუშევრების წარსადგენად.
Pépinières européennes pour jeunes artistes - მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვნების მობილობასა და მუშაობას.
European Children's Film Association (ECFA)* - ორგანიზაცია მათთვის ვინც დაინტერესებულია მაღალხარისხიანი ფილმებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. კინორეჟისორების, პროდიუსერების, დისტრიბუტორების, კურატორების, სატელევიზიო პროგრამების და ფესტივალების ორგანიზატორების, კინოს სფეროს პედაგოგებისათვის. ამჟამად ასოციაცია მოიცავს 60-ზე მეტ წევრს 23 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ვიდეო თამაშები
European Games Developer Federation (EGDF) - ფედერაცია მუშაობს სტაბილური, რეზონანსული და კრეატიული ევროპული სათამაშო სექტორის განვითარებასა და სტიმულაციაზე, რომელიც გლობალურად შეჯიბრისუნარიანი და კულტურულად აღიარებულია. ფედერაცია წარმოადგენს დაახლოებით 600 სტუდიას. ფედერაცია მოქმედებს ევროპული კომპიუტერული და ვიდეო თამაშების ინდუსტრიის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გაუმრჯობესების მიზნით. თანამშრომლობისა და სადისკუსიო პლატფორმის შექმნით იგი ხელს უწყობს თანამშრომლობას ევროპულ ინსტიტუტებსა და თამაშების შექმნელებს შორის.